აღმოსავლეთ ტუვის მთიანეთი
იერსახე
აღმოსავლეთ ტუვის მთიანეთი | |
---|---|
კოორდინატები: 52° ჩ. გ. 97° ა. გ. / 52° ჩ. გ. 97° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | ტუვის რესპუბლიკა |
უმაღლესი წერტილი | ობრუჩევის ქედი |
სიმაღლე | 2895 მ |
აღმოსავლეთ ტუვის მთიანეთი — მთიანეთი რუსეთში, ტუვის რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში. უმთავრესად მოქცეულია დიდი ენისეის (ბიიხემი) და პატარა ენისეის (კა-ხემი) შუამდინარეთში. შედგება რამდენიმე პატარა ქედისაგან (მ. შ. ობრუჩევის ქედი[1]). საშუალო სიმაღლეა 1500–1600 მ, მაქსიმალური 2895 მ-მდე. ქედები ერთმანეთისაგან გამოყოფილია დადაბლებებითა და ღრმულებით. შეიმჩნევა ძველი გამყინვარების კვალი. აგებულია პალეოზოური ქანებით. კალთებზე ლარიქსის და კედრის ტაიგაა, თხემურ ნაწილში — მთის ტუნდრა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 60.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 496.