მაქაონი
იერსახე
| მაქაონი | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||
| Papilio machaon | |||||||||||||
| |||||||||||||
მაქაონი (ლათ. Papilio machaon) — დღის პეპელა აფროსნისებრთა ოჯახისა. მაქაონის ფრთების შლილი 9 სმ აღწევს. აქვს ყვითელი სხეული, წამახვილებული წინა ფრთები. უკანა ფრთები ბოლოვდება კუდებით. მატლი მწვანეა, შავი გასწვრივი ზოლები დასდევს და ყვითელი ლაქები აქვს. იკვებება როგორც ველური, ისე კულტურული ჯვაროსნების ფოთლებით. დაფრინავს მაის-ივნისში და აგვისტო-სექტემბერში (მეორე თაობა). მაქაონი გავრცელებულია ევროპაში, აზიის ზომიერ სარტყელში, ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში გვხვდება როგორც ბარში, ისე მთაში. მაღალმთიანეთში ბინადრობს მაქაონი „რუსთაველი“ (Papilio machaon rusthaveli), საქართველოში მაქაონს „მერცხალკუდას“ უწოდებენ.
- ♂
- ♂ △
- ♀
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დიდმანიძე ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 498.