შინაარსზე გადასვლა

აუდე-მაასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აუდე-მაასი
ქვეყანა ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
სიგრძე 30 კმ
link=commons:Category:{{{Commons}}} აუდე-მაასი ვიკისაწყობში

აუდე-მაასი (ნიდერლ. Oude Maas) — მდინარე ნიდერლანდებში. რაინის ტოტი და მაასის ყოფილი კალაპოტი. სიგრძე 30 კმ. სათავე აქვს პაპენდრეხტის სიახლოვეს, იქ, სადაც მდინარე ბენედენ-მერვედე იყოფა ნორდად და საკუთრივ აუდე-მაასად. მიედინება კუნძულ ეისელმონდეს სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ. მდინარე დორდტსხე-კილის გამოყოფის ადგილას იგი ქმნის კუნძულ ჰუკსევარდის ჩრდილოეთ საზღვარს, ხოლო შემდეგ დასავლეთის მიმართულებით მიედინება, სადაც აუდ-ბეიერლანდის სიახლოვეს მას მდინარე სპეი გამოეყოფა. ამის შემდეგ, იღებს ჩრდილოეთ-დასავლეთის მიმართულებას და ქალაქ ვლარდინგენთან ერთვის მდინარე ნიეივე-მაასს, რომელიც მდინარე სხერის წარმოქმნით გვირგვინდება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]