შინაარსზე გადასვლა

ატაბეს წმინდა ბარბალეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ატაბეს წმინდა ბარბალეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ატაბეში. თარიღდება შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. თითქმის მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილია ნახევარი მეტრის სიმაღლის კედლები. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ეკლესია უაფსიდოა. აღმოსავლეთით დასრულებულია სწორკუთხა საკურთხველით. გრძივი კედლების შუაში თითო პილასტრია.