ასპუჭაკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ასპუჭაკა
LBT120(loz).jpg
ასპუჭაკა-ჭვინტაკა (Sylvia curruca)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Sylvia (Scopoli, 1769)

ასპუჭაკა[1] (ლათ. Sylvia) — ფრინველთა გვარი ბაღურასნაირთა რიგის ასპუჭაკასებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძეა 12–15 სმ. შეფერილობაში შეხამებულია რუხი, თეთრი, შავი და მოწითურო ტონები. რამდენიმე სახეობის მამრის შეფერვა მდედრისაგან განსხვავდება. აერთიანებს 27–28 სახეობას,[2][3][4][5][6] რომლებიც გავრცელებული არიან ევროპაში, დასავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში; საქართველოში გვხვდება მიმინოსებრი, რუხი, შავთავა და ბაღის ასპუჭაკები.[1] ჩრდილოური სახეობები გადამფრენი ფრინველებია, იზამთრებენ აფრიკასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში.

ბუდე ღიაა, აკეთებენ ბუჩქებზე. დებენ 4–5 ლაქებიან კვერცხს. ინკუბაცია 10–15 დღე-ღამე გრძელდება. იკვებებიან მწერებით, ობობებით, კენკრით. ზოგიერთი ასპუჭაკა კარგად გალობს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 კუტუბიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 642, თბ., 1975 წელი.
  2. Бёме Р. Л., Флинт В. Е. Пятиязычный словарь названий животных. Птицы. Латинский, русский, английский, немецкий, французский / Под общ. ред. акад. В. Е. Соколова. — М.: Рус. яз., «РУССО», 1994. — С. 343—344. — 2030 экз. — ISBN 5-200-00643-0.
  3. Sylviid babblers, parrotbills & white-eyes. World Bird List Version 6.3. International Ornithologists' Union. წაკითხვის თარიღი: 4 August 2016.
  4. Del Hoyo, J.; Elliot, A., & Christie, D. (editors). (2006). Handbook of the Birds of the World. Volume 11: Old World Flycatchers to Old World Warblers. Lynx Edicions. ISBN 84-96553-06-X.
  5. Helbig, A. J. (2001). The characteristics of the genus: Phylogeny and biogeography of the genus Sylvia. Pages 24–28 in: Shirihai, H., Gargallo, G., Helbig, A. J., & Harris, A. Sylvia Warblers. Helm Identification Guides ISBN 0-7136-3984-9
  6. Jønsson, K. A. & Fjeldså, J. (2006). A phylogenetic supertree of oscine passerine birds (Aves: Passeri). Zool. Scripta 35 (2): 149–186. doi:10.1111/j.1463-6409.2006.00221.x (HTML abstract)