ასპუჭაკასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ასპუჭაკასებრნი
Myzornis pyrrhoura.JPG
ალისფერკუდა ტიმელია (Myzornis pyrrhoura)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბეღურასნაირნი
ოჯახი:  ასპუჭაკასებრნი
ლათინური სახელი
Sylviidae (Vigors, 1825)

ასპუჭაკასებრნი (ლათ. Sylviidae) — ფრინველების ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. აერთიანებს მომცრო მგალობელ ფრინველებს. უმეტესად აღმოსავლეთ ნახევარსფეროში გავრცელებული. ასპუჭაკასებრნი ბინადრობენ ტყეებსა და ბუჩქნარებში, ბუდეს აგებენ მიწაზე, ბუჩქზე, ლერწამსა და ხეზე. მეტწილად დებენ 5 კვერცხს, კრუხობის ხანგრძლივობა 11–12 დღეა. ცნობილი იყო ასპუჭაკასებრნთა 386 სახეობა, თუმცა უკანასკნელი კვლევების მიხედვით სახეობების რიცხვი 70-ს, გვარებისა კი 20-ს შეადგენს.[1] საქართველოში გვხვდება 8 გვარი, რომელშიც შედის 19 სახეობა. ასპუჭაკას (Sylvia) გვარიდან აღსანიშნავია მიმინოსებრი (Sylvia nisoria), რუხი (Sylvia communis), შავთავა (Sylvia atricapilla) და ბაღის (Sylvia borin) ასპუჭაკა. იკვებებიან მწერებით. მავნე მწერების განადგურებით ასპუჭაკასებრნებს მეურნეობისათვის მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sylviid babblers, parrotbills & white-eyes. World Bird List Version 7.3. International Ornithologists' Union (2017). წაკითხვის თარიღი: 7 September 2017.