შინაარსზე გადასვლა

მიხეილ ასათიანი (ფსიქიატრი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ასათიანი, მიხეილ მიხეილის ძე)

მიხეილ მიხეილის ძე ასათიანი (დ. 10 მაისი, 1882, თბილისი ― გ. 20 იანვარი, 1938, იქვე) ― ქართველი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი, მეცნიერული ფსიქიატრიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში.

1907 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო იმავე უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრაზე. 1911 წელს თავის მასწავლებელ პროფ. ვ. სერბსკისთან ერთად დატოვა უნივერსიტეტი განათლების მინისტრის კასოს რეაქციულ მოქმედებათა წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. მუშაობდა მოსკოვის ნევროფსიქიატრუიულ სანატორიუმში და რედაქტორობდა ჟურნალ „პსიხოტერაპიას“. 1917 წელს აირჩიეს მოსკოვის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტად. 1920-1938 წლებში მუშაობდა თსუ-ს სამკურნალო ფაკულტეტის (1930-იდან საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის) ფსიქიატრიის კათედრის გამგედ. ერთდროულად, 1925 წლიდან გარდაცვალებამდე, ხელმძღვანელობდა მისივე თაოსნობით დაარსებულ ფსიქიატრიის ინსტიტუტს, რომელსაც 1948 წელს მისი სახელი მიენიჭა. აღსანიშნავია ასათიანის გამოკვლევები ფსიქიატრიის აშლილობათა ფიზიოლოგიის მექანიზმების დასადგენად. ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა ფსიქიატრიაში მოძღვრება პირობითი რეფლექსების შესახებ. მასვე ეკუთვნის ფსიქოთერაპიის ორიგინალური ე. წ. „რეპროდუქციულ განცდათა“ მეთოდი.

თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

  • გობრონიძე ე., პროფესორ მ. ასათიანის ცხოვრება და მოღვაწეობა, «ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შრომები» , 1963, ტ. 11-12;
  • მენთეშაშვილი ი., მ. ასათიანი, თბ., 1952;
  • Зурабашвили А.Д., Ментешашвили И. Т., Выдающийся психиатр М. М. Асатиани «Журнал невропаталогии и психиатрии», 1952, т. 52, № 4, ц. 72;