მიხეილ ასათიანის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი საბურთალოს რაიონი
წინა სახელები კომინტერნის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას შესახვევი
ისტორიული რაიონი დელისი

მიხეილ ასათიანის ქუჩა — ქუჩა თბილისში, საბურთალოს რაიონში (დელისი); ალექსანდრე ყაზბეგის გამზირიდან შალვა ნუცუბიძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 50-იან წლებში. ადრე — კომინტერნის, 1961 წლიდან ვაჟა-ფშაველას შესახვევი ერქვა. 1966 წელს მიხეილ ასათიანის სახელი ეწოდა. ქუჩაზე იყო მიხეილ ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, არის ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]