არჩილ დავითიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არჩილ ივანეს ძე დავითიანი (დ. 27 დეკემბერი, 1917, სურამი, — გ. 30 იანვარი, 1987, თბილისი) — საქართველოში მოღვაწე პუბლიცისტი, მთარგმნელი, ეროვნებით სომეხი.

მისი პირველი წერილი 1937 წელს ჟურნალ „ოქტომბერში" გამოქვეყნდა. დავითიანმა ქართულ ენაზე თარგმნა ა. შირვანზადეს, მურაცანის, რაფის, ნარ-დოსის, ჰ. თუმანიანის, ს. ზორიანის, რ. ქოჩარის, გ. მაჰარის, ს. ხანზადიანის, ბ. სეირანიანის და სხვა სომეხი კლასიკოსებისა და თანამედროვე მწერლების თხზულებანი. სომხურ ენაზე თარგმნა (ბ. სეირანიანთან ერთად) ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კონსტანტინე გამსახურდია და სომხეთი (ავტორი). - თბილისი, 1987.
  • თეატრალური მეგობრობის ფურცლები : ქართულ-სომხური თეატრალური ურთიერთობა (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1984.
  • მეგობრობის მერიდიანებზე : წერილების კრებული (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1977.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]