არქიტექტურული გეგმარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
შეთანხმებული არქიტექტურული გეგმარი, 1937 წელი, ფინეთი.

არქიტექტურული გეგმარი, არქიტექტურული პროექტი, არის არქიტექტურული საქმიანობის შედეგად დოკუმენტურად დაფიქსირებული არქიტექტორის ჩანაფიქრი - არქიტექტურული ნახაზების ერთობლიობა, სადაც ჩამოყალიბებულია არქიტექტურული ობიექტის სტრუქტურა და მოცულობით-სივრცითი დაგეგმარების პრინციპი, რომელიც ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების მოთხოვნათა შესაბამისად კომპლექსურად წყვეტს ქალაქთმშენებლობით, მხატვრულ-ესთეტიკურ, ფუნქციურ და ტექნიკურ საკითხებს. არქიტექტურული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, აღნიშნული წარმოადგენს საავტორო უფლების ობიექტს და არ საჭიროებს ლიცენზირებას[1].

არქიტექტურული გეგმარი არის შემადგენელი და საფუძველი სამშენებლო გეგმარისა და დოკუმენტისა, რომლის საფუძველზეც ხორციელდება მშენებლობა. არქიტექტურული გეგმარი არის ერთ-ერთი საფუძველი მშენებლობის ნებართვის გაცემისა. აღნიშნულ პროცესში ის შეიძლება საჭიროებდეს შეთანხმებას შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან.

გეგმარი შეიძლება იყოს: ესკიზური და დეტალური (მუშა). როგორც წესი შედგება შემდეგი ნახაზებისგან:

კონცერტგებაუს პროექტი, ავტორი: ა. ლ. ვან გენდტი. ამსტერდამი 1888 წელი, ნიდერლანდები.

ასევე საჭიროებისამებრ შეიძლება შეიცავდეს: განმარტებით ბარათს, სხვადასხვა კვანძების ნახაზებს, შემადგენელი არქიტექტურული ელემენტების დეტალურ ნახაზებს, აქსონომეტრიულ ნახაზებს/ჩანახატებს და ა. შ. არქიტექტურული პროექტები იქმნება როგორც ხელით (ფანქრების, ტუშების, სახაზავების დახმარებით), ისე კომპიუტერული გრაფიკის მეშვეობით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი საშენი მასალების, არქიტექტურისა და მშენებლობის დარგში : 3000 სიტყვა / შემდგ.: მ. გუჯაბიძე, დ. ჯინჭარაძე ; სამეც. რედ.: მ. ნიკოლაიშვილი, გ. მეფარიშვილი ; არქიტ. და მშენ. საქმ. კომ-ტი. - თბ., 1995. - 192გვ. ; 20სმ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. არქიტექტურული საქმიანობის შესახებ. საქართველოს კანონი. საქართველოს პარლამენტი (1998). ციტირების თარიღი: 2010-03-27.