არფა ქარიმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არფა ქარიმი
ارفع کریم
დაბადების თარიღი 2 თებერვალი1995
ფაისალაბადი, პენჯაბი, პაკისტანი
გარდაცვალების თარიღი 14 იანვარი, 2012 (16 წლის)
ლაჰორი, პაკისტანი
მოქალაქეობა პაკისტანის დროშა პაკისტანი
განათლება ლაჰორის მწიგნობართა სკოლა
ჯილდოები Microsoft Certified Professional კვალიფიკაციის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი.

არფა ქარიმ რანდჰავა (ურდუ ارفع کریم رندھاوا, ინგლის. Arfa Karim Randhawa; 2 თებერვალი, 1995 —14 იანვარი, 2012) — პაკისტანელი მოსწავლე, რომელიც 2004 წელს, ცხრა წლის ასაკში, გახდა მსოფლიოში Microsoft– ის ყველაზე ახალგაზრდა სერტიფიცირებული პროფესიონალი  და შეინარჩუნა ეს წოდება 2008 წლამდე. იგი ბილ გეიტსის მიწვევით იმყოფებოდა Microsoft– ის შტაბში აშშ – ში. არფა ქარიმ რანდჰავა გარდაიცვალა 2012 წლის 14 იანვარს 16 წლის ასაკში.[1][2][3]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არფა  დაიბადა ამჯად ქარიმისა და ჯათა რანდჰავას ოჯახში, ფაისალაბადის გარეუბანში.  პირველი კომპიუტერი მშობლებმა  არფას თხოვნით შეიძინეს, როდესაც გოგონა ხუთი წლის იყო. მას შემდეგ რაც პაკისტანში დაბრუნდა მაიკროსოფტის შტაბში ვიზიტიდან, არფას არაერთი სატელევიზიო და საგაზეთო ინტერვიუ გამოქვეყნდა. 2005 წლის 2 აგვისტოს, პაკისტანის მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა შაუკატ აზიზმა გოგონა დააჯილდოვა ფატიმა ჯინას ოქროს მედლით მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში  მისი მე-13 დაბადების დღის აღსანიშნავად.[4] არფა ქარიმმა ასევე მიიღო პრეზიდენტის პრემია Award for Pride of Performance— სამოქალაქო ჯილდო, რომელიც  მხოლოდ იმ პირებს ენიჭებათ,  რომელთაც თავიანთი საქმიანობის  სფეროში მოღვაწეობის დიდი ხნის განმავლობაში განსაკუთრებულად გამოიჩინეს თავი. არფა ქარიმ რანდჰავა გახლდათ ამ ჯილდოს ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი. მისი მიღწევების აღიარების ნიშნად, არფა  პაკისტანის სატელეკომუნიკაციო კომპანიის სახე  გახდა  2010 წლის იანვარში. გოგონას სურდა, ასტროფიზიკოსი გამოსულიყო და ემზადებოდა ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩასაბარებლად.[5]

საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არფა ქარიმის სახელობის ტექნოლოგიური პარკი

არფა ქარიმი წარმოადგენდა პაკისტანს სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე. იგი მიიწვიეს პაკისტანის საინფორმაციო ტექნოლოგიების პროფესიონალთა ფორუმზე დუბაიში. ამ მოგზაურობის დროს არფამ მიიღო სხვადასხვა ჯილდო და საჩუქარი, მათ შორის ლეპტოპი. 2006 წლის ნოემბერში მან მონაწილეობა მიიღო Tech-Ed დეველოპერების კონფერენციაში ბარსელონაში Microsoft– ის მოწვევით. იგი გახლდათ პაკისტანის ერთადერთი მოქალაქე მსოფლიოს 5000 -ზე მეტ დეველოპერს შორის.[6]

ავადმყოფობა და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არფა ქარიმი  ლაჰორის მწიგნობართა სკოლაში სწავლობდა. 2011 წელს, 16 წლის ასაკში, ეპილეფსიური გულყრის შემდეგ მას გული გაუჩერდა, რამაც მისი ტვინი ძლიერ დააზიანა. 2011 წლის 22 დეკემბერს არფა კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს ლაჰორის  სამხედრო ჰოსპიტალში.

2012 წლის 9 იანვარს, ბილ გეიტსი (მაიკროსოფტის თავმჯდომარე) დაუკავშირდა არფას მშობლებს და პაკისტანელ ექიმებს. მათ განუცხადა, რომ ის მზად იყო  ნებისმიერი დახმარება გაეწია გოგონას სამკურნალოდ. გეიტსმა შექმნა ექიმთა საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც დაუკავშირდა ადგილობრივ ექიმებს ტელეკონფერენციის საშუალებით და მიიღო დეტალური ინფორმაცია არფას მდგომარეობის შესახებ. ადგილობრივმა ექიმებმა უარყვეს არფას სხვა საავადმყოფოში გადაყვანის შესაძლებლობა იმის გამო, რომ იგი  ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებოდა. არფას ნათესავები და ოჯახის წევრები ბილ გეიტსის მადლიერები იყვნენ, ვინაიდან  მან თავის თავზე აიღო მკურნალობის ხარჯები. [7]

2012 წლის 13 იანვარს, არფა ქარიმის მდგომარეობა მოულოდნელად გაუმჯობესდა, მან გამოჯანმრთელება დაიწყო. მამამ Microsoft - ს სთხოვა არფა პაკისტანიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაეყვანათ სამკურნალოდ, მაგრამ 2012 წლის 14 იანვარს, არფა ქარიმი გარდაიცვალა პაკისტანის დროით საღამოს 9:50 საათზე, ლაჰორის სამხედრო ჰოსპიტალში. 2012 წლის 15 იანვარს იგი პატივით დაკრძალეს მისი მშობლიური ქალაქის  ფაისალაბადის გარეუბანში. დაკრძალვას დაესწრო  პენჯაბის მთავარი მინისტრი შაჰბაზ შარიფი. [8]

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის 15 იანვარს შაჰბაზ შარიფმა გამოაცხადა, რომ ლაჰორის საერთაშორისო ტექნოლოგიურ პარკს სახელს გადაარქმევდნენ და უწოდებდნენ არფა ქარიმის სახელობის ტექნოლოგიურ პარკს. პაკისტანის მთავრობამ გამოსცა სამახსოვრო საფოსტო მარკა გარდაცვლილი არფა ქარიმ რანდჰავას პატივსაცემად.[9][10]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Special Report: Honor to Arfa Abdul Karim Randhawa World's Youngest Microsoft Certified Professional (MCP), Arfa Kareem (2 February 1995 – 14 January 2012) Research Project

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Arfa Karim Late - The Youngest Microsoft Certified Professional from Pakistan". Matics Today. 16 January 2020. Retrieved 22 January 2021.
  2. "Arfa Karim in Guinness Book". The Express Tribune. 23 August 2017. Retrieved 22 July 2018.
  3. "9-year-old earns accolade as Microsoft pro". Retrieved 14 January 2012.
  4. "Fatima Jinnah Award given to 59 personalities". DAWN. 3 August 2005. Retrieved 15 January 2012.
  5. "Arfa Karim a wonder child of Pakistan". www.thenews.com.pk. Retrieved 15 June 2021.
  6. "Arfa Karim Randhawa young IT child prodigy | Pakistan's youngest MCP". დაარქივებული 2018-10-05 საიტზე Wayback Machine. 2 January 2012. Retrieved 2 September 2014.
  7. "Bill Gates contacts Arfa's father for treatment". Geo.tv. 7 January 2012. Archived from the original on 12 January 2012. Retrieved 14 January 2012.
  8. Dawn.com (14 January 2012). "Arfa Karim passes away in Lahore". Dawn. Pakistan.
  9. "Arfa Software Technology Park | PITB".
  10. "Remembering a remarkable girl who made a mark on Microsoft". 30 December 2011. Retrieved 15 January2012.