Microsoft Certified Professional

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Microsoft Certified Professional-ის ლოგო

Microsoft-ის სერტიფიცირებული პროფესიონალი (ინგლ. Microsoft Certified Professional, MCP) — კორპორაცია Microsoft-ის თანამშრომლის კვალიფიკაცია, რომელიც დასტურდება კომპანიის მიერ გაცემული სერტიფიკატით. სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა რამდენიმე ან ერთ-ერთი სპეციალური საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარება. ამჟამად სერტიფიკატის რამდენიმე ტიპი არსებობს, რომლებიც დონითა და სპეციალობით განსხვავდებიან.

ისევე, როგორც Apple, Cisco, Oracle, Red Hat და Ubuntu-ს სერტიფიკაციები, Microsoft-ი მეტწილად საკუთარ პროდუქტებზეა ორიენტირებული. Microsoft Certified (MC)-ის სერიაში ერთიანდება Microsoft Certified IT Professional (MCITP), Microsoft Certified Master (MCM), Microsoft Certified Architect (MCA), Microsoft Certified Professional Developer (MCPD), Microsoft Certified Technology Specialist (MCTS), Microsoft Certified Desktop Support Technician (MCDST).

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ამჟამად Microsoft-ის სერტიფიცირებული სპეციალისტების კლუბებიც (MCP) მოქმედებს. ასეთი MCP კლუბი თბილისშიც ფუნქციონირებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]