არტემ ახნაზაროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არტემ ახნაზაროვი
Mako Saparova-Abashidze Valerian Gunia.jpg
დაბ. თარიღი 1 (13) ოქტომბერი 1866
დაბ. ადგილი თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 28 მარტი 1942(1942-03-28) (75 წელი)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918-1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union (1936-1955).svg სსრკ
Artem Akhnazarov ვიკისაწყობში

არტემ მიხეილის ძე ახნაზაროვი (დ. 1 ოქტომბერი/14 ოქტომბერი, 1866, თბილისი — გ. 28 მარტი, 1942, იქვე), ქართველი მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მოთხრობა „კაკაბაძე“ გამოაქვეყნა 1885 ჟურნალ „ნობათში“. ამ დროიდან მოყოლებული ქართულ ჟურნალ-გაზეთებში სისტემატურად იბეჭდებოდა მისი მოთხრობები, ლექსები, სცენები, ფელეტონები „ორანის“, „ჩიორას“, „მანოელიძის“, „ალფას“, „დუშიკოს“ და სხვა ფსევდონიმებით. 1896—1902 წლებში თანამშრომლობდა ილია ჭავჭავაძის „ივერიაში“. თარგმნა ალექსანდრე პუშკინის, მიხეილ ლერმონტოვის, ლევ ტოლსტოის, მაქსიმ გორკის, ჯერომ კ. ჯერომის, ემილ ზოლას, გი დე მოპასანისა და სხვათა ნაწარმოებები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაგოშიძე შ., არტემ ახნაზაროვი, თბ., 1971;
  • იმედაშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 304, 1997