აროიო-ნარანხო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუნიციპალიტეტი
აროიო-ნარანხო
Arroyo Naranjo
ქვეყანა კუბის დროშა კუბა
პროვინცია სიუდად-დე-ლა-ჰაბანა
კოორდინატები 23°02′37″ ჩ. გ. 82°19′58″ დ. გ. / 23.04361° ჩ. გ. 82.33278° დ. გ. / 23.04361; -82.33278
დაარსდა 1845
ფართობი 83 კმ²
ცენტრის სიმაღლე 85
მოსახლეობა 210 053 კაცი (2004)
სიმჭიდროვე 2 530,8 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი +53-7
აროიო-ნარანხო — კუბა
აროიო-ნარანხო

აროიო-ნარანხო (ესპ. Arroyo Naranjo) — კუბის დედაქალაქ ჰავანის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი. ჰავანის ნაწილი ის დედაქალაქის ზრდასთან ერთად გახდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასახლება 1845 წელს დაარსდა. მდებარეობს ძველი ჰავანიდან 11 კმ-ით სამხრეთით, ჰავანა-ლას-ვეგასის ავტომაგისტრალზე. 1858 წლისთვის აროიო-ნარანხოს მოსახლეობა 291 ადამიანს ითვლიდა. მოსახლეობის ზრდა განაპირობა დასახლების სამკურნალო წყლებთან სიახლოვემ. 1871 წელს ამ რიცხვმა 1 485 შეადგინა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 210 053 ადამიანს შეადგენდა.[1] 83 კმ² ფართობზე მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 2 530,8 ადამიანი კმ²-ზე.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Atenas.cu. (2004)2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-10-06. (ესპანური)
  2. Statoids. (July 2003)Municipios of Cuba. ციტირების თარიღი: 2007-10-06.