არნოლფინების ოჯახის პორტრეტი
არნოლფინების ოჯახის პორტრეტი | |
---|---|
Portret van Giovanni Arnolfini en zijn vrouw | |
ავტორი | იან ვან ეიკი |
წელი | 1434 წელი |
კატალოგი | 47, 2, 23[1] , 20[2] და 3[3] |
ტიპი | ნახატი |
სიმაღლე | 82,2 |
სიგანე | 60 |
ქალაქი | ლონდონი, |
მუზეუმი | ლონდონის ეროვნული გალერეა |
ნახატი "არნოლფინების ოჯახის პორტრეტი" შეიქმნა 1434 წელს, მეთხუთმეტე საუკუნის ნიდერლანდელი მხატვრის, იან ვან ეიკის მიერ.
ნახატზე გამოსახული კაცი არის იტალიელი ვაჭარი ჯოვანი არნოლფინი. იგი ცხოვრობდა ქალაქ ბრიუგეში, როგორც იტალიაში ერთ-ერთი უმდიდრესი გვარის, მედიჩების საბანკო სახლის წარმომადგენელი. ქალი, მისი მეუღლეა. აგრეთვე იტალიელი, ჯოვანე ჩენამი.
კაცს ხელი აქვს მოკიდებული ქალის მარჯვენა ხელზე, თითქოს ერთგულების პირობას დებს. მეორე ხელი ზევით აქვს აწეული ფიცის სიმტკიცის დასადასტურებლად. ეს შეუღლების სცენაა. კედელზე მრგვალი სარკე კიდია. მასში ცოლ-ქმრის ზურგი და კიდევ ორი კაცია არეკლილი. ეს კაცები ალბათ მოწმეები არიან. მათგან ერთ-ერთი შესაძლოა თვით იან ვან ეიკიც იყოს, ვინაიდან სარკის ჩარჩოს აწერია:
„მე, იან ვან ეიკი, ვიყავი აქ“
|
კედელზე ჩამოკიდებული კრიალოსანი ღვთისმოსაობაზე იუთითებს. ხოლო იქვე, სარკის მახლობლათ ჩამოკიდებული პატარა ცოცხი, როგორც ოჯახური, ისე სულიერი სიმშვიდის სიმბოლოა. ფანჯარასთან ფორთოხლები ალაგია. ეს ოჯახურიცხოვრების ბედნიერებასა და მატერიალურ კეთილდღეობაზე მიანიშნებს. იმ პერიოდის ნიდერლანდებში ფორთოხალი ძალზე ძვირი და იშვიათი ხილი იყო. ცოლ-ქმრის წინ ძაღლია. იგი ერთგულების სიმბოლოა. საშინაო ფეხსაცმელი კი განუყრელ წყვილს და ოჯახურ სიმყუდროვეს გამოხატავს.
ნახატის ისტორიასთან დაკავშირებით მრავალი აზრი არსებობს. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით ჯოვანი არნოლფინიმ ეს ნახატი იან ვან ეიკერს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დაახატინა. ამ მოსაზრებას ორი მნიშვნელოვანი ფაქტი ამყარებს. სურათზე კარგად ჩანს ჭაღი, რომელიც თითქოს გამყოფ როლს თამაშობს. თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ჯოვანი არნოლფინის მხარეს ჭაღზე სანთელი ანთია, ხოლო მისი მეუღლის მხარეს არა. აშკარაა, რომ ჯოვანე ჩენამი ფეხმძიმედ იყო, სწორედ ამიტომაა სავარაუდო რომ ის ადრეულ ასაკში, სწორედ ფეხმძიმობის დროს გარდაიცვალა. ცნობილია, რომ ამ დროს ნიდერლანდებში საკმაოდ ბევრი ქალი იღუპებოდა ფეხმძიმობის დროს.
-
ხელების გაერთიანება - საქორწილო ცერემონიის დასტური
-
კაცები ატარებენ არაჩვეულებრივი ზომის ცილინდრულ ქუდებს
-
შესაძლოა, მომრგვალო მუცელი სულაც არ არის ორსულობის ნიშანი
-
სარკეში ჩანს ჭერი, მეორე ფანჯარა და ოთახში შემავალი ორი ფიგურა
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Hicks, Carola, Girl in a Green Gown: The History and Mystery of the Arnolfini Portrait, London: Random House, 2011, ISBN 0-7011-8337-3
- Seidel, Linda, "'Jan van Eyck's Portrait': business as usual?", Critical Inquiry, volume 16, issue 1, pages 54–86, Autumn 1989, JSTOR
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Arnolfini Portrait on the National Gallery website
- Mystery of the Marriage - Open University program
- Erwin Panofsky and The Arnolfini Portrait დაარქივებული 2005-05-19 საიტზე Wayback Machine.
- Blog essay on theories around the painting by John Haber
- Press interview with art historian Craig Harbison
- Not «The Arnolfini Portrait» but «The Van Eyck Wedding» - News about a Critical Essay, proposing the painting is a self-portrait of the painter with his spouse Margaretha[მკვდარი ბმული]
- ↑ https://archive.org/details/100greatpainting00gord/page/64/mode/2up
- ↑ https://www.kikirpa.be/friedlaender/5
- ↑ (unspecified title) — გვ. 14.