არისტიპუსი
Jump to navigation
Jump to search
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|არისტიპუსი}} |
არისტიპუსი (ბერძ. Ἀρίστιππος, ლათ. Aristippos; დ. ძვ. წ. 435 — გ. ძვ. წ. 355) — ძველბერძენი ფილოსოფოსი, კირენაიკის (ან ჰედონისტური) ფილოსოფიური სკოლის დამაარსებელი. სოკრატეს მოსწავლე.
არისტიპუსი თვლიდა, რომ ცხოვრების მიზანს წარმოადგენს სიამოვნების მიღება. სიამოვნების ანტითეზაა ტკივილი. ტკბობა და ტკივილი არის სულის ორი შესაძლო მდგომარეობა. გზა ბედნიერებისკენ, არისტიპუსის აზრით, მდგომარეობს სიამოვნების გაზრდასა და ტკივილისგან თავის დაღწევაში. არისტიპუსი პირველმა დაიწყო ძველ საბერძნეთში ფულის აღება ლექციებში. მოწაფეებში იგი ცნობილი იყო სიმხდალით, ფუფუნების სიყვარულით და ჰეტერებთან ურთიერთობით.