არინარნოა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არინარნოაყურძნის ჯიში, რომელიც წარმოშობილია ტანატისა და კაბერნე სოვინიონისგან. არინარნოა გავრცელებულია ძირითადად საფრანგეთში, ასევე ავსტრალიაში, ლიბანსში, ესპანეთში, ჩილეში, ურუგვაისა და ბრაზილიაში. სახელი არინარნოა წარმოდგება ბასკური ენიდან, ორი სიტყვისაგან შედგება და „მსუბუქ ღვინოს“ ნიშნავს. არინარნოას ჯიშის ყურძნისაგან მზადდება მაღალი ხარისხის, სასიამოვნოდ დასალევი, მსუბუქი ღვინო. სამხრეთ ამერიკაში არინარნოასაგან წარმოებული ღვინოებიდან გამოიყოფა ბრაზილიაში, სერა გაუჩაში დამზადებული ღვინო. ეს ღვინო გამოირჩევა თუთის, მოცხარის, ძირტკბილასა და დაფნის ცოცხალი ტონებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Pierre Galet: Dictionnaire encyclopédique des cépages Hachette Livre, 1. édition 2000 ISBN 2-0123633-18