შინაარსზე გადასვლა

აჰრიმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან არიმანი)

აჰრიმანი (არიმანი, ანგრო მაინუ) — ბოროტი სული ზოროასტრიზმში, უარყოფითი სულიერი საწყისის განსახიერება. დადებითი სულიერი საწყისის — აჰურა მაზდას საპირისპირო საწყისი. აჰრიმანი და აჰურა მაზდა გამუდმებით ებრძვიან ერთმანეთს.

აჰრიმანი ყველა სიავის — სიკვდილის, ავადმყოფობის, ზამთრის, გვალვის მომტანია; აჰრიმანი მტაცებელი ცხოველებისა და მეომარი მომთაბარე ტომების მფარველია.