არზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

არზა (არაბ-სპარს. — არიზე) — ხელისუფლისადმი მიმართული წერილობითი თხოვნა თუ საჩივარი ფეოდალურ საქართველოში. ტერმინი „არზა“ საქართველოში სპარსულიდანაა შემოსული დაახლოებით XVII საუკუნეში. მანამდე ამგვარ საბუთს აჯა ეწოდებოდა. „არზით საჩივარი“ ჯეროვნად უნდა ყოფილიყო დასაბუთებული. ზოგჯერ კი დამატებითი მტკიცებულებით შემაგრებულიც. საქმის გადაწყვეტის ან წარმართვის ბრძანება არზას თავზე წაეწერებოდა ხოლმე (არზაზე შეიძლებოდა მოპასუხის ან მოწმეთა ახსნა-განმარტების მიწერაც). ბრძანებაზე, ისევე როგორც თვით არზაზე, ჩვეულებრივ, თარიღიც აღინიშნებოდა. მეფის ბრძანებაზე ბეჭდის დასმა და არზის დაბრუნება პატრონისათვის მორდალის კომპეტენციაში შედიოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=არზა&oldid=2971818“-დან