აჯა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აჯა, ჰაჯა (არაბ. ჰაჯათ) — ძველ საქართველოში ხელისუფლისადმი მიმართული თხოვნა-ვედრება სამართლის ან რაიმე წყალობის მისაღებად. სამართლის მთხოვნელის აჯას ანუ საჩივარს (გვიანდელი არზა) განიხილავდა სათანადო ხელისუფალი ან სასამართლო დაწესებულება (ერთ დროს სააჯარო კარი). აჯის შედეგად წყალობის მიღება საგანგებო მინიშნებით აისახებოდა საბუთში (მაგ.: „... მამულის წიგნსა გვეაჯენბით, ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი... შეგიწყალეთ და გიბოძეთ...“). წყალობის სიგელის იმ ნაწილს, სადაც თხოვნის მოკლე შინაარსი იყო გადმოცემული, ჰაჯა-მოხსენება ეწოდებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აჯა&oldid=4324449“-დან