მორდალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მორდალი, მორდარი, მურდარი (<სპარს. მოჰრდარ — ბეჭდის მცველი) — მეფის ბეჭდის მცველი XVII-XVIII საუკუნეების საქართველოში. მორდალი მეფის „მისანდო და ხვაშიადის შემნახავი“ იყო. მას ევალებოდა მეფის მიერ გაცემულ საბუთზე ბეჭდის დასმა და პატრონისათვის ჩაბარება. ამისათვის მორდალი საბუთის პატრონისგან გასამჯელოს იღებდა. მორდალი სახლთუხუცესს ექვემდებარებოდა. XVIII საუკუნის II ნახევარში 2 სამეფო მორდალი იყო (ქართლისა და კახეთისა). მორდალი დედოფალსაც ჰყავდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სურგულაძე ი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 120.
  • გაბაშვილი ვ., დარბაზის რიგის მოხელენი დასტურლამალის მიხედვით, «ენიმკის მოამბე», 1942, ტ. 13, ვ. 177-179;
  • სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, თბ., 1952, გვ. 241-245.