შინაარსზე გადასვლა

ალაგირი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ალაგირი
რუს. Алагир
ოს. Алагир
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციის სუბიექტი ჩრდილოეთი ოსეთი
რაიონი ალაგირი
კოორდინატები 43°02′30″ ჩ. გ. 44°12′38″ ა. გ. / 43.04167° ჩ. გ. 44.21056° ა. გ. / 43.04167; 44.21056
დაარსდა 1850
ამჟამინდელი სტატუსი 1938
ფართობი 26,76 კმ²
ცენტრის სიმაღლე 611
კლიმატის ტიპი ზომიერი
ოფიციალური ენა ოსური და რუსული
მოსახლეობა 20 013[1] კაცი (2019)
სიმჭიდროვე 747,87 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ოსები, რუსები და სხვ.
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +7 86731
საფოსტო ინდექსი 363240 — 363243, 363245, 363246
ალაგირი — რუსეთი
ალაგირი
ალაგირი — ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია
ალაგირი

ალაგირი[2] (რუს. Алагир) — ქალაქი რუსეთში, ჩრდილოეთ ოსეთის ცენტრალურ ნაწილში, ალაგირის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 20 013 მცხოვრები (2019).[1] მდებარეობს მდინარე არდონზე (თერგის მარცხენა შენაკადი), ალაგირის ხეობიდან მისი გამოსვლის ადგილზე, ჩრდილოეთ ოსეთის ვაკეზე. რკინიგზის სადგური. ოსეთის სამხედრო გზის საწყისი პუნქტი. წარმოიშვა XIX საუკუნის შუა ხანებში, როგორც გამაგრებული დასახლება ფერადი ლითონების გამოდნობის ქარხანასთან (მოქმედებდა 1853–1897 წლებში), ძველი ვერცხლ-ტყვიის საბადოსთან ახლოს, ალაგირის ხეობის შესასვლელთან. 1938 წლიდან ქალაქის სტატუსი გააჩნია. აღსანიშნავია არქიტექტურული ძეგლები: ალაგირის ცენტრში — დაბალი ციხის კედლები კოშკებითა და სათოფურებით, ტაძარი რუსულ-ბიზანტიურ სტილში (1850–1853, მხატვარ გ. გ. გაგარინის პროექტი; იტერიერის მოხატულობა კ. ლ. ხეთაგუროვისა, 1888–1889). ქალაქში მდებარეობს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ალაგირის წინაღობებისა და ხის დასამუშავებელი ქარხნები, კვების მრეწველობის საწარმო. ქალაქის სიახლოვეს, მდინარე ტამისკდონის ხეობაში არის ბალნეოლოგიური კურორტი ტამისკი გოგირდწყალბადოვანი წყლებით[3] (დაარსდა 1937 წელს). საბჭოთა პერიოდში მოიპოვებდნენ ტყვია-თუთიის მადანს, ცემენტის მერგელს.[3]

  1. 1.0 1.1 Оценка численности постоянного населения Республики Северная Осетия-Алания на 1 января 2019 г. в разрезе муниципальных образований დაარქივებული 11.07.2019, საიტზე Wayback Machine. . Дата обращения 7 мая 2019.
  2. ელერდაშვილი ა., ალაგირი // უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად], 1-ლი გამოც., თბ.: ფანტაზია, 2006.
  3. 3.0 3.1 Алагир // Большая советская энциклопедия. — М.: Советская энциклопедия 1969—1978.