არგენტინული ღვინო
არგენტინული ღვინო — არგენტინაში წარმოებული ღვინო, რომლის ისტორიაც, ისევე როგორც არგენტინული სამზარეულოს ზოგიერთი სხვა ასპექტი, ესპანეთში იღებს სათავეს. არგენტინაში ვენახები გაშენებულია დაახლოებით 200 ათას ჰექტარზე და არის ღვინის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში. [1] ვენახების დაახლოებით 60% მცირე მეურნებებს ეკუთვნის, ქვეყანა წლიურად აწარმოებს დაახლოებით 11 მილიონ ჰექტოლიტრ ღვინოს. არგენტინური ღვინო უმეტესად სუფრის ტიპის წითელი ღვინოა, რომელიც ხასიათდება ნაკლები მჟავიანობით და 11-14º ალკოჰოლით. 2010 წელს არგენტინამ ღვინო გამოაცხადა არგენტინის ეროვნული ალკოჰოლური სასმელად.
ამერიკის ესპანური კოლონიზაციის დროს, სანტიაგო-დელ-ესტეროში ვაზის კალმები ჩამოიტანეს 1557 წელს და ყურძნისა და ღვინის წარმოება დაიწყო ჯერ მეზობელ რეგიონებში, შემდეგ კი ქვეყნის სხვა ნაწილებში. ისტორიულად, არგენტინელი მეღვინეები უფრო მეტად ინტერესდებოდნენ რაოდენობით, ვიდრე ხარისხით, რადგან ქვეყანა მოიხმარდა მის მიერ წარმოებული ღვინის 90% -ს . 1990-იანი წლების დასაწყისამდე არგენტინა უფრო მეტ ღვინოს აწარმოებდა, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნები, თუმცა ღვინის უმეტესობა არ გადიოდა ექსპორტზე. [2] ამასთან, ექსპორტის გაზრდის სურვილმა გამოიწვია ხარისხის მნიშვნელოვანი დახვეწა. არგენტინული ღვინოების ექსპორტი დაიწყო გასული საუკუნის 90-იანი წლების განმავლობაში და თანდათან იზრდება მისი პოპულარობა. ამჟამად, არგენტინა სამხრეთ ამერიკაში ღვინის უმსხვილესი ექსპორტიორია. 2002 წელს არგენტინული პესოს დევალვაციამ გაამწვავა ღვინის ინდუსტრიის მდგომარეობა, რადგან წარმოების ხარჯები შემცირდა და ტურიზმი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც არგენტინაში ენოტურიზმის განვითარების სტიმულად იქცა.
არგენტინაში მრავალი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია გაშენებული, რაც ასახავს ემიგრანტების მრავალფეროვნებას ამ ქვეყანაში. ფრანგებმა შემიტანეს მალბეკი, რომელიც არგენტინის ყველაზე ცნობილი ღვინოა. იტალიელებმა შეიტანეს ვაზი ბონარდა, ამასთანავე, არგენტინის ბონარდას უწოდებენ სავოიეს დუსე ნუარს, ასევე ცნობილია როგორც შარბონო. მას საერთო არაფერი აქვს პიემონტის ბონარდასგან დამზადებულ ხილის მსუბუქ ღვინოებთან. [3] ტორონტესი კიდევ ერთი არგენტინული ყურძენია და ძირითადად გვხვდება ლა რიოხას, სან ხუანის და სალტის პროვინციებში. ეს არის მალვაზიას ჯგუფის წევრი, რომელიც ამზადებს არომატულ თეთრ ღვინოებს. კაბერნე სოვინიონი, სირა, შარდონე და სხვა საერთაშორისო ჯიშები უფრო ფართოდ გაშენებულია, მაგრამ ზოგიერთ ჯიშს მხოლოდ გარკვეულ ადგილებში შეხვდებით. [4]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მევენახეობა არგენტინაში შეიტანეს ესპანეთის კოლონიზაციის დროს ამერიკაში და შემდეგ კვლავ დაამკვიდრეს ქრისტიანმა მისიონერებმა. 1556 წელს მამამ ხუან სედრონმა გააშენა პირველი ვენახი არგენტინაში, როდესაც ჩილეს ცენტრალური ხეობიდან კალმები მოიტანეს ამჟამად სან – ხუანისა და მენდოსას ღვინის რეგიონში. [5] ამპელოგრაფებს ეჭვი აქვთ, რომ ამ კალმებიდან ერთი იყო ჩილეს პაისის და კალიფორნიის მისიონის ყურძნის წინაპარი. ეს ყურძენი კრიოლა ჩიკას ჯიშის წინამორბედი იყო, რომელიც არგენტინული ღვინის ინდუსტრიის ხერხემალი იყო შემდეგი 300 წლის განმავლობაში. [6]
პირველი კომერციული ვენახი გააშენეს სანტიაგო დელ ესტეროში 1557 წელს იეზუიტმა მისიონერებმა, რასაც მოჰყვა ვენახის გაფართოება მენდოსაში 1560-იანი წლების დასაწყისში და სან-ხუანში 1569-1589 წლებში. ამ პერიოდში მისიონერებმა დაიწყეს საირიგაციო არხების და კაშხლების მშენებლობა ვენახებისა და სოფლის მეურნეობის შენარჩუნების მიზნით. [6] პროვინციის გუბერნატორმა დომინგო ფაუსტინო სარმიენტომ დაავალა ფრანგ აგრონომ მიგელ აიმე პუჟეს საფრანგეთიდან არგენტინაში ვაზის ვაზების კალმების ჩამოტანა. პუჟეს ვაზებიდან პირველი მალბეკის ვაზი იყო, რომელიც ამ ქვეყანაში დარგეს. [4]
==მევენახეობა არგენტინაში]] ვენახები გაშეებულია აღმოსავლეთისკენ მიქცეული ანდების მაღალ პლატოზე, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 800 მეტრი და მეტია. არგენტინაში საკმარისი სითბოა ყურძნის ზრდა-განვითარებისთვის და დამწიფებისთვის, მაგრამ მცირე ნალექების რაოდნეობა, რის გამოც არ ვრცელდება სოკოვანი დაავადებები. ფართოდაა გავრცელებული ანდებიდან დამდნაი თოვლის წყლის შეგროვება და სარწყავი არხების გაყვანა.
ღვინის რეგიონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ღვინის რეგიონები განლაგებულია მენდოსას, სან- ხუანის და ლა რიოხის პროვინციებში. სალტა, კატამარკა, რიო-ნეგრო და სამხრეთ ბუენოს-აირესი ასევე ღვინის მწარმოებელი რეგიონებია. მენდოსას პროვინცია არგენტინული ღვინის 60% -ზე მეტს აწარმოებს და მთლიან ექსპორტში კიდევ უფრო მაღალი პროცენტული წილი აქვს. ღვინის წარმოების ძირითადი რეგიონების სიმაღლისა და დაბალი ტენიანობის გამო, არგენტინის ვენახები იშვიათად განიცდიან მწერების, სოკოების, ობის და ყურძნისთვის დამახასიათებელ სხვა პრობლემებს, რომლებიც სხვა ქვეყნების ვენახებს აზარალებს. ეს საშუალებას იძლევა პესტიციდების მცირედით გამოყენებას და ორგანული ღვინოების ადვილად წარმოებას. [7]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩოლაყაშვილი ს., მევენახეობის სახელმძღვანელო, თბ.: სახელგამი, 1937.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ H. Johnson & J. Robinson The World Atlas of Wine pg 300-301 Mitchell Beazley Publishing 2005 ISBN 1-84000-332-4
- ↑ Robinson, Jancis, jancisrobinson.com. (July 13, 2007) Chile v Argentina - an old rivalry. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 3, 2014. ციტირების თარიღი: December 26, 2008
- ↑ Robinson, Jancis, jancisrobinson.com. (September 9, 2008) Argentina. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 6, 2014. ციტირების თარიღი: December 26, 2008
- 1 2 A. Domine (ed) Wine pg 840-844 Ullmann Publishing 2008 ISBN 978-3-8331-4611-4
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-27. ციტირების თარიღი: 2011-07-14.
- 1 2 J. Robinson (ed) "The Oxford Companion to Wine" Third Edition pg 29-33 Oxford University Press 2006 ISBN 0-19-860990-6
- ↑ K. MacNeil The Wine Bible pg 848-857 Workman Publishing 2001 ISBN 1-56305-434-5
| |||||||||||||||||