არაზი
| არაზი | |
|---|---|
| სომხ. Մովսես Մելիքի Հարությունյան | |
| დაბადების თარიღი | 20 მარტი (1 აპრილი), 1878[1] [2] |
| დაბადების ადგილი | შაუმიანი[1] [2] |
| გარდაცვალების თარიღი | 21 დეკემბერი, 1964[3] [4] (86 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ერევანი[3] [1] [2] |
| ფსევდონიმი | Ֆերնանդո |
| საქმიანობა | მწერალი[1] [2] და მთარგმნელი |
| ეროვნება | სომხები[1] |
| მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია |
| ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო ტექნოლოგიური ინსტიტუტი[1] |
| ჯილდოები | ლენინის ორდენი[1] , საპატიო ნიშნის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი[1] და მედალი „კავკასიის დაცვისათვის“ |
არაზი (სომხ. Արազի) (ნამდვილი გვარი — მოვსეს მელიქის ძე არუთინიანი სომხ. Մովսես Մելիքի Հարությունյան) (დ. 1 აპრილი, 1878, შულავერი, ახლანდელი შაუმიანი, საქართველო — გ. 21 დეკემბერი, 1964, ერევანი, სომხეთი), სომეხი მწერალი, სომხეთის პროლეტარიატული პროზის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სწავლობდა პეტერბურგში ტექნოლოგიის ინსტიტუტში. რევოლუციური მოღვაწეობისათვის ორჯერ დააპატიმრეს (1901. 1903). სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1906 წელს. მისი მცირე ფორმის მოთხრობები („უკანასკნელი სიზმარი“, 1912; „მზე“, 1913; „ზღაპრები“, 1913; „სისხლიანი ყვავილი“, 1916) გამსჭვალულია რევოლუციური სულისკვეთებით. რევოლუციის შემდეგ მისი შემოქმედების მთავარი თემა გახდა ადამიანის ფორმირება ახალი ცხოვრების პირობებში (მოთხრობა „ამხანაგი მუკუჩი“, 1924; „შეშინებული ჰანესი“, 1927). ავტობიოგრაფიულ რომანში „ალმობედული ჰორიზონტი“ (1940) ასახა სომეხი ინტელიგენციის რევოლუციური წარსული, ხოლო რომანი „ისრაელ ორი“ (1959) მიუძღვნა სომეხი ხალხის განმათავისუფლებელ ბრძოლას XVII-XVIII საუკუნეებში. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და ორი სხვა ორდენით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 535.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 5 6 7 8 Հայկական սովետական հանրագիտարան / Վ. Համբարձումյան, Կ. Խուդավերդյան — Հայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 2000.
- 1 2 3 4 Հայկական համառոտ հանրագիտարան — Հայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1990. — ტ. 1.
- 1 2 Арази // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- დაბადებული 1 აპრილი
- დაბადებული 1878
- გარდაცვლილი 21 დეკემბერი
- გარდაცვლილი 1964
- ლენინის ორდენის კავალრები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- კავკასიის დაცვისათვის მედლით დაჯილდოებულები
- სომეხი მწერლები
- სომხეთის სსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- მწერლები ანბანის მიხედვით