აპტერიები
იერსახე

აპტერიები (ლათ. Apteria<ბერძ. Απτερος — შეუბუმბულავი) — კონტურულ ბუმბულს მოკლებული ადგილები ფრინველის კანზე. აპტერიები და შებუმბლული ადგილები — პტერილიები ერთმანეთს ენაცვლება, რაც აადვილებს კანის ცალკეული უბნისა და შესაბამისი ბუმბულის მოძრაობას, ნაწილობრივ კი თერმორეგულაციასაც. პტერილიებისა და აპტერიების განლაგება მნიშვნელოვანი სისტემატიკური ნიშანია ფრინველთა ოჯახების, გვარებისა და სახეობების დასადგენად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 519.