ანტიოქე მკურნალი
ანტიოქე მკურნალი – მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 16 ივლისი, ახალი სტილით - 29 ივლისი.
ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წმინდა მოწამე ანტიოქე სებასტიელი მკურნალი იყო. იგი ქრისტიანობაზე ძმამ - წმინდა პლატონმა (ხს. 1 დეკემბერს) მოაქცია. როცა წარმართებმა შეიტყვეს, რომ ანტიოქე ჯვარცმული ღმერთის მოსავი იყო, სამსჯავროზე უხმეს და საშინლად აწამეს. მტარვალებმა მდუღარე წყალში ჩააგდეს ნეტარი, მაგრამ უვნებელი დარჩა; მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ ისინიც თვინიერად გაუწვნენ ფეხთით... მოწამის ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულა, ბოლოს უღმრთოებმა თავი მოჰკვეთეს უფლის რჩეულს.
ანტიოქე მკურნალის სიკვდილით დასჯის მონაწილე - მხედარი კვირიაკე შეძრა წმინდა მარტვილის ახოვნებამ, ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და საჯაროდ აღიარა თავისი სარწმუნოება. ამისთვის მასაც თავი მოჰკვეთეს (IV). წმინდა მოწამეები გვერდიგვერდ დაკრძალეს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.