ანტე ტრაუე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანტე ტრაუე
Antje Traue by Gage Skidmore.jpg
დაბ. თარიღი 18 იანვარი 1981
მიტვაიდა, გერმანია
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1997–დღემდე

ანტე ტრაუე (გერმ. Antje Traue; დ. 18 იანვარი 1981, მიტვაიდა, საქსონია) — გერმანელი მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტე ტრაუეს სასცენო კარიერა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან სკოლის ერთ-ერთ სპექტაკლში ჟანა დ’არკი ითამაშა.[1] 16 წლის ასაკში გაიმარჯვა მთავარი როლის შესრულებისთვის კონკურსში „West End Opera“ (ჰიპ-ჰოპის მიუზიკლში). ოთხი წლის განმავლობაში ანტე გასტროლებს ატარებდა გერმანიაში, შემდეგ ევროპასა და ნიუ-იორკში.[1]

გარკვეული დროის შემდეგ ტრაუე გამოჩნდა რამდენიმე სატელივიზიო ფილმში: „კლეინრუპლინი სამუდამოდ“, „ბერლინი ზღვასთან“ და „ფანტომური ტკივილი“. ყველაზე მეტად პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც ითამაშა ფანტასტიკურ თრილერში „პანდორუმი“.[2]. ამ ფილმის შემდეგ ანტე ტრაუე პოპულარული გახდა.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართული სახელი ორიგინალი როლი
2000 დაკარგული ბავშვები Verlorene Kinder
2003 ღამემდე Die Nacht davor
2004 კლეინრუპლინი სამუდამოდ Kleinruppin forever
2008 ბერლინი ზღვასთან Berlin am Meer
2009 ფანტომური ტკივილი Phantomschmerz
2011 აგვისტოს 5 დღე 5 Days of August

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]