შინაარსზე გადასვლა

ანდრია აქაბიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანდრია აქაბიძე (დ. 3 სექტემბერი, 1914 — გ. 25 ნოემბერი, 2005) — ქართველი არქეოლოგი, მეცნიერი, პოლიტიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1999).

დაიბადა 1914 წლის 3 სექტემბერს სოფელი ზანაში. 1937 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1952-1972 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიის სექტორის ხელმძღვანელი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების ხელმძღვანელი. 2002 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველი.

მუშაობდა ანტიკური ხანის არქეოლოგიის და საქართველოს ძველი კულტურის ისტორიის საკითხებზე. 1936 წლიდან არქეოლოგიური გათხრებს აწარმოებდა ბაკურციხეში, არმაზისხევში, წიწამურში, ბაგინეთზე, სარკინეთსა და ქართლის მთაზე. 1952-1974 წლებში ხელმძღვანელობდა არქეოლოგიურ გათხრებს ბიჭვინთაში, 1975 წლიდან მცხეთასა და მის მიდამოებში. მისი ძირითადი ნაშრომები ანტიკური ხანის ქართული ქალაქების ისტორიას ეძღვნება. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საქართველოს კომპარტიისგან (1990-1991 წწ.), ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

გარდაიცვალა 2005 წლის 25 ნოემბერს. დაკრძალულია სამთავროს მონასტრის ეზოში, მცხეთა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]