შინაარსზე გადასვლა

ანდრეი პავლინოვის არქეოლოგიური ექსპედიცია კავკასიაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანდრეი პავლინოვის არქეოლოგიური ექსპედიცია კავკასიაში (fl. 27 ივლისი9 ივნისი, 1888) — მოსკოვის საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების დაკვეთით ჩატარებული ექსპედიცია. ექსპედიციის ფარგლებში მოვლილი იყო სოხუმის ოკრუგისა და ბათუმის ოლქის ტერიტორიები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღნიშნული ექსპედიციის მიზანი იყო დაესრულებინათ 1886 წელს ნიკიტინისა და სიზოვის მიერ დაწყებული აფხაზეთის ძეგლების შესწავლა[1] და შემდეგ კვლევა გაეგრძელებინათ ბათუმის ოლქში.

1886 წლის 30 აპრილს მოსკოვის საიმპერატორო არქეოლოგიურმა საზოგადოებამ ი. ბარშჩევსკის დაავალა, მოეხდინა აფხაზეთის, ბათუმისა და ყარსის ოლქების სიძველეების ფოტოგადაღება[2], ხოლო 1888 წლის 27 ივლისით დათარიღებულ მიმართვაში ქუთაისის გუბერნატორის დამხმარეს დაევალა, მოსკოვის საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების კომისიის წევრ ი. ბარშჩევსკისთვის გამოეყოთ ცხენი და დახმარებოდნენ მას ქალაქ ბათუმიდან ოლთისში გადასადგილებლად[3]. ივან ბარშჩევსკი იყო ის ფოტოგრაფი ვინც ახლდა პავლინოვს მისი იმერხევში 1888 წლის ექსპედიციის დროს. როგორც 1891 წელს პ. უვაროვა იხსენებდა, მან 1886 წელს იმერხევის მონახულებას თავი აარიდა იმ მოტივით, რომ იქ უნდა ემოგზაურათ მოსკოვის არქეოლოგიური ექსპედიციის წევრებს ა. მ. პავლინოვსა და ი. ო. ბარშჩევსკის[4].

ექსპედიციის წევრები:

მარშრუტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფი აფხაზეთში სევასტოპოლიდან შავი ზღვის სანაპიროთი ჩავიდა. პირველი პუნქტი იყო სუხუმ-კალე. შემდეგ ინახულეს დრანდა, კვიტოული, ჯიგერდა, მოქვი, ოჩამჩირე, ილორი. 9 ივნისს ჯგუფმა მთისკენ სვლა შეაჩერა ძლიერი წვიმების გამო და ზღვით გაცურეს ბათუმამდე, შემდეგ კი რკინიგზით ავიდნენ ქალაქ ქუთაისში, ინახულეს გელათი. ამინდის გამოსვლისთანავე ჯგუფი ფოთიდან დაბრუნდა აფხაზეთში. ისინი ოჩამჩირედან ჯერ ბედიაში ავიდნენ, მოინახულეს ირგვილვ არსებული ეკლესიები, შემდეგ კი ოქუმის გავლით გადავიდნენ ზუგდიდში. გზად მოინახულეს საბერიე, რუხი, მარტვილი.

ზუგდიდის შემდეგ ჯგუფი გაემართა ბათუმის ოლქის დასათვალიერებლად, კერძოდ ჭოროხის ხეობისა და შავშეთში. ჭოროხის დასაწყისშივე ნახეს გონიოს ციხე, შემდეგ მაკრიალი, მაჭახელი, ართვინი, დოლისყანა, ბერთა, ოპიზა, ხანძთა, არტანუჯი, ენირაბათი, სათლე, ტბეთი, ოქრობაგეთი. ექსპედიცია არტაანისა და ახალციხის მონახულებით დასრულდა ბაქოში.

ფოტოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივან ბარშჩევსკის ფოტოკატალოგი, 1912. pdf

ა. პავლინოვის ექსპედიციის დროს ი. ბარშჩევსკის მიერ გადაღებული ფოტოები შეტანილი აქვს უშუალოდ ი. ბარშჩევსკის თავის კატალოგში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]