Floruit

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Floruit (ლათ. flōruit [ˈflɔːrʊɪt] — „ფლორუიტ“ < flōreō, flōrēre; შემოკლებით fl. ან flor.) — თარიღი ან პერიოდი, რომლის შუალედშიც დანამდვილებით ცნობილია, რომ ადამიანი ცოცხალი ან აქტიური იყო[1].

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგადად, ტერმინი Floruit გამოიყენება პიროვნების ან რაიმე მოვლენის აქტიურობის აღსაღნიშნავად. უფრო კონკრეტულად, კი ის გამოიყენება გენეალოგიასა და ისტორიოგრაფიაში, როდესაც უცნობია ადამიანის დაბადების ან გარდაცვალების თარიღი, მაგრამ არსებობს სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ, მისი სიცოცხლის წლებს[2].

მაგალითად, თუ არსებობს ვინმე „ჯონ ჯონსის“ 1204 და 1229 წლებით დამოწმებული ანდერძები, ისევე როგორც მისი ქორწინების 1197 წლის მოწმობა, მაშინ მის შესახებ ჩანაწერი შეიძლება გაკეთდეს, როგორც — „ჯონ ჯონსი (fl. 1197-1229)“, მიუხედავად იმისა, რომ „ჯონ ჯონსი“ დაიბადა 1197 წლამდე და შესაძლოა გარდაიცვალა 1229 წლის შემდეგ.

ტერმინს ხშირად იყენებენ ხელოვნების ისტორიაში მხატვრის კარიერის დათარიღებისას. ამ კონტექსტში, იგი აღნიშნავს შემოქმედის, მხატვრული მოღვაწეობის საზოგადოებისათვის ცნობილ პერიოდს[3].

ზოგიერთ შემთხვევაში, ის შეიძლება შეიცვალოს სიტყვებით "აქტიური [თარიღი] და [თარიღი] შორის", ისიც კონტექსტიდან გამომდინარე და თუ იძლევა მოცემულობა ან სტილი ამის საშუალებას.

ლიტერატურაში შეიძლება ასევე შევხდეთ ადამიანის დაბადებისა და გარდაცვალების წლებს ან ერთად ჩაწერილს, მაგალითად „ჯორჯ ბიდელ ეირი (*1801 – †1892) — ინგლისელი მათემატიკოსი და ასტრონომი“, ან თუ ცნობილია მარტო დაბადების ან მარტო გარდაცვალების წელი — „ჯორჯ ბიდელ ეირი (*1801) — ინგლისელი მათემატიკოსი და ასტრონომი“ ან „ჯორჯ ბიდელ ეირი (†1892) — ინგლისელი მათემატიკოსი და ასტრონომი“ შესაბამისად.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „floruit“. Lexico UK English Dictionary. Oxford University Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-29.
  2. Adeleye, Gabriel (1999). World Dictionary of Foreign Expressions: a Resource for Readers and Writers. Bolchazy-Carducci Publishers, გვ. 147. ISBN 0-86516-423-1. „fata morgana Morgan.“ 
  3. Johnson, W. McAllister (1990), Art History: Its Use and Abuse, University of Toronto Press, p. 307, ISBN 0-86516-423-1, https://books.google.com/books?id=VVO4L4rc55sC&pg=PA307. წაკითხვის თარიღი: 1 June 2010
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Floruit&oldid=4647139“-დან