შინაარსზე გადასვლა

ანა მაკინტოში

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბარონესა მაკინტოში (პიკერინგიდან)

ოფიციალური პორტრეტი, 2019 წელი
დაბადების თარიღი

1954 წლის 20 სექტემბერი

ედინბურგი, შოტლანდია
ეროვნება ბრიტანელი
ალმა-მატერი ედინბურგის უნივერსიტეტი
პარტია კონსერვატიული პარტია
მეუღლე(ები) ჯონ ჰარვი
საიტი www.annemcintosh.org.uk

ანა ქეროლაინ ბალინგალ მაკინტოში, ბარონესა მაკინტოში პიკერინგიდან (დაბადებული 1954 წლის 20 სექტემბერს) არის ბრიტანელი პოლიტიკოსი, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული ატარებს მუდმივმოქმედი პერის წოდებას.

მაკინტოში იყო კონსერვატიული პარტიის წევრი და წარმოადგენდა ტირსკისა და მალტონის საარჩევნო ოლქს თემთა პალატაში. იგი პარლამენტის წევრი იყო 2010-დან 2015 წლამდე, კერძოდ, იორკის ვეილის პარლამენტის წევრი 1997 წლიდან, ისევე როგორც 1989-დან 1999 წლამდე ევროპული პარლამენტის წევრი. მაკინტოში ტირსკისა და მალტონის საარჩევნო ოლქის ასოციაციამ ხელმეორედ არ აირჩია 2014 წლის 31 იანვარს, მიუხედავად ამისა, მან განაგრძო კონსერვატიული პარტიის სიით პარლამენტში მოღვაწეობა 2015 წლის საყოველთაო არჩევნებამდე.

2015 წელს მუდმივმოქმედი პერის საპატიო წოდება ორ ნაწილად გაიყო და, ერთი მხრივ, შეიქმნა ბარონესა მაკინტოში პიკერინგიდან, ხოლო, მეორე მხრივ, 6 ოქტომბერს - იორკის ვეილი ჩრდილოეთ იორკშაირის ოლქიდან.[1] 2015 წლის ოქტომბრიდან, მან დაიკავა ადგილი ლორდთა პალატაში.

ანა მაკინტოშმა განათლება მიიღო ჩრდილოეთ იორკშაირში აროგატების ქალთა კოლეჯსა და ედინბურგის უნივერსიტეტში, სადაც მან შეისწავლა სამართალი და მიიღო ბაკალავრის დიპლომი 1977 წელს. ასევე, მაკინტოშმა განაგრძო სწავლა მაგისტრატურის საფეხურზე არუს უნივერსიტეტში, რომელიც მდებარეობდა დანიის რეგიონში, კერძოდ, იუტლანდიაში.

1978 წელს ის გახდა ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის კონკურენციის დირექტორატის სტაჟიორი, სანამ 1979 წელს ბრიუსელში სამართლის მრჩევლის პოზიციაზე შეუერთდებოდა "დიდიერისა და ასოცირებულების" სამსახურს. 1980 წლიდან მოყოლებული, იგი გადიოდა მზადებას ედინბურგში,კერძოდ, იურიდიულ სამსახურში (ინგლ. Scottish Bar), ხოლო 1982 წელს მიიღეს კიდეც ერთ-ერთ იურიდიულ სამსახურში, სახელწოდებით - "ადვოკატების ფაკულტეტი". იგი მუშაობდა ადვოკატად "სათემო სამართლის სამსახურში", რომელიც მდებარეობდა ბრიუსელში, სანამ 1983-დან 1989 წლამდე პერიოდში იგი არ გახდა "ევროპელი დემოკრატების" ჯგუფის პოლიტიკური მრჩეველი ევროპის პარლამენტში.

ევროპის პარლამენტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1987 წლის ვონკინგსტონის საყოველთაო არჩევნებში გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ადგილის მოპოვების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, სადაც დამარცხდა ლეიბორისტების პარლამენტის წევრ დეილი კემპბელ-სეივორსთან, მაკინტოშმა მოიგო ჩრდილო-აღმოსავლეთ ესექსის საარჩევნო ოლქი 1989 წლის ევროპული საპარლამენტო არჩევნების, ხოლო მოგვიანებით, 1994 წლის არჩევნებზე ჩრდილოეთ ესექსის სამხრეთ საფოლკის ადგილი. მაკინტოში მუშაობდა ევროპის პარლამენტში, სანამ არ დამარცხდა 1999 წლის არჩევნებში.

იორკის ვეილის პარლამენტის წევრი (1997-2010 წლები)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1997 წლის საყოველთაო არჩევნების შედეგების თანახმად, მაკინტოშმა მოიპოვა ხმების უმრავლესობა (9 721) იორკის ვეილის საარჩევნო ოლქში და სირთულის გარეშე მიიღო ადგილი თემთა პალატაში, სანამ ეს ადგილი არ გაუქმდა 2010 წელს. ის დაწინაურდა ოპოზიციის ლიდერად და დაიკავა კულტურის, მედიისა და სპორტის სპიკერის პოზიცია 2001 წელს. მომდევნო წლებში, იგი იკავებდა ტრანსპორტის (2003–2005 წლები), საგარეო საქმეთა (2005 წელი), შრომისა და პენსიების (2005–2007 წლები) და გარემოს, საკვებისა და სასოფლო საქმეთა (2007–2010 წლები) ლიდერის პოზიციებს, თუმცა არასდროს - "ჩრდილოვანი კაბინეტის" დონეზე. 2010 წელს მაკინტოში აირჩიეს "გარემოს, საკვებისა და სასოფლო საქმეთა სპეციალური კომიტეტის თავმჯდომარედ". მან მიიღო ფართო აღიარება თავისი "თავმჯდომარის მტკიცე უნარ-ჩვევებისა" და "დაწესებულების დაწინაურების" გამო.

2006 წელს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, იორკის ვეილის საარჩევნო ოლქი, რომელსაც არავითარი მკაფიო წინამორბედი არ ჰყავდა, გაიყო ორ ნაწილად; აღნიშნული ოლქი ყველაზე მჭიდროდ ასოცირდებოდა ტირსკისა და მალტონის ოლქთან, რომლის წინამორბედი იყო 1987 წელს ჯონ გრინვეის მიერ დაარსებული რაიდელის ოლქი. მაკინტოში და გრინვეი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ახლადფორმირებულ ოლქში. 2006 წლის ნოემბერში, ახლადფორმირებულმა ტირსკისა და მალტონის კონსერვატიულმა ასოციაციამ მაკინტოში აირჩია საკუთარ კანდიდატად მომავალი საყოველთაო არჩევნებისთვის.[2]

საპარლამენტო დანახარჯების შესახებ სერ თომას ლეგის კვლევის თანახმად, ანა მაკინტოშს დაავალეს გადაეხადა £948.[3] საკუთარ განცხადებაში, იგი მიესალმა დეივიდ კამერონის ლიდერობას დანახარჯების რეფორმებისთვის, თუმცა მაკინტოში იყო 21 კონსერვატორი პარლამენტის წევრიდან ერთ-ერთი, რომელმაც ხმა მისცა დახარჯების რეფორმის წინააღმდეგ 2008 წლის 4 ივლისს.[4]

პარლამენტის წევრი ტირსკისა და მალტონისთვის (2010-2015 წლები)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელი პარტიის კანდიდატის, ჯონ ბოაკსის გარდაცვალების შემდეგ, 2010 წელს ტირსკისა და მალტონის არჩევნები გადაიდო თითქმის სამი კვირით 27 მაისამდე. მაკინტოშმა მაინც მოიგო ხმების უმრავლეობით (11 281) არჩევნები და დაბრუნდა პარლამენტში.[5][6]

2010 წლის არჩევნებიდან მოყოლებული მაკინტოში არ დაუნიშნავთ მინისტრად საკუთარი ჩრდილოვანი პორტფოლიოს გამო, თუმცა აირჩიეს გარემოს, საკვებისა და სასოფლო საქმეთა არჩევითი კომიტეტის თავმჯდომარედ. ასევე, ის აირჩიეს ყველა პარტიის საპარლამენტო ჯგუფების თავჯდომარედ და ჩააბარეს დანიის, სამხრეთ აფრიკის, წყლის, წყალდიდობისა და გარემოს ხარისხის საკითხები.[7]

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკინტოშმა იმუშავა შემდეგ საკითხებზე: ევროკავშირის საბჭოს დირექტივა ლეინგ ჰენსის კეთილდღეობაზე, ევროკავშირის საერთო თევზჭერის პოლიტიკა, მთიანეთში ფერმერობის პოლიტიკა და საერთო სოფლის მეურნეობის პოლიტიკა 2013 წლის ანგარიშის შემდგომ.

2010/2011 წლების განმავლობაში, მაკინტოში საპილოტე გეგმის ფარგლებში ახორციელებდა მალტონის თემის ჰოსპიტალთან არსებული რაიდელის პალატის დროებით დახურვიდან მოყოლებული მისი ხელახლა გახსნის კამპანიას. 2010 წლის 17 ნოემბერს, მაკინტოშმა თემთა პალატაში უზრუნველყო დებატები, რომელიც შეეხებოდა გადაწყვეტილების მიღების პროცესებს ჰოსპიტლების პალატების დახურვის შესახებ. ბიუჯეტის სიმწირის გამო, მაკინტოში ეცადა დაეწყო კამპანია, ერთი მხრივ, საწვავის სამართლიანი განაწილების, ხოლო, მეორე მხრივ, მოშორებით არსებული სასოფლო საწვავის ფასების შემცირების მიზნით ჩრდილოეთ იორკშაირში. მიუხედავად იმისა, რომ სამშაბათს, 15 თებერვალს მაკინტოშმა უზრუნველყო დებატები, საწვავის ფასების დასტაბილურებისა და მოშორებით არსებული სასოფლო სივრცეებისთვის გადანაწილების გამო, ის მაინც არ შეიტანეს ბიუჯეტში. მაკინტოში ეწეოდა გზების უსაფრთხოებისა და გზებზე სიჩქარის გადაჭარბების შეზღუდვის კამპანიას რილინგტონის, აღმოსავლეთ ჰესლერტონისა და დასავალეთ ჰესლერტონის ადგილობრივ სოფლებში.[8]

უთანხმოება ადგილობრივ პარტიასთან და თანამდებობიდან წასვლა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წელს ადგილობრივი კონსერვატიული პარტია შეეცადა მოეხსნა მაკინტოში საკუთარი საპარლმანეტო კანდიდატურიდან.[9] მაკინტოშმა მოიგო არჩევნები, რომელიც ჩატარდა მალტონში,[10] რის შემდეგაც იგი აირჩიეს ტირსკისა და მალტონის პარლამენტის წევრად.

2013 წლის იანვარში დაიწერა, რომ ადგილობრივი კონსერვატიული პარტიის "აღმასრულებელმა კომიტეტმა" ხმა არ მისცა ავტომატურად მაკინტოშის არჩევას საპარლამენტო კანდიდატად მომდევნო საყოველთაო არჩევნებისთვის.[11][12]

2014 წლის 31 იანვარს, გამოცხადდა, რომ მაკინტოშმა დაკარგა ნდობა და, აქედან გამომდიანარე, აღარ აირჩიეს. შესაბამისად, აღარ იქნებოდა კონსერვატორების კანდიდატი ტირსკსა და მალტონში მომდევნო არჩევნებზე.[13]

შედეგების მიხედვით, კონსერვატიული თემი სპეკულირებდა იმით, რომ მაკინტოშს, შესაძლოა, მაინც მიეღო დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობა 2015 წლის არჩევნებში.[14] 2015 წლის მარტში, მაკინტოშმა საჯაროდ განაცხადა, რომ აღარ იქნებოდა დამოუკიდებელი კანდიდატი და მოხსნიდა საკუთარ კანდიდატურას ტირსკისა და მალტონის პარლამენტში 2015 წლის მაისში.[15]

კარიერა ლორდთა პალატაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკინტოშს მიენიჭა მუდმივმოქმედი პერის წოდება 2015 წელს, როცა თვითონ წოდება 6 ოქტომბერს გაიყო ორ ნაწილად: შეიქმნა ბარონესა მაკინტოში (პიკერინგიდან), იორკის ვეილი ჩრდილოეთ იორკშაირის ოლქში.[16] 2015 წლის ოქტომბერში, მან დაიკავა ადგილი ლორდთა პალატაში.

ანა მაკინტოში დაქორწინდა ჯონ ჰარვიზე 1992 წლის სექტემბერში დურამის ოლქში და მათ ჰქონდათ სახლი ტირსკის საარჩევნო ოლქთან ახლოს.

ანა დაეუფლა ენათმეცნიერებას, იგი საუბრობს 6 ენაზე: ინგლისური, დანიური, ფრანგული, გერმანული, იტალიური და ესპანური.[17]

  1. notice 2414065 (9 October 2015). ციტირების თარიღი: 18 October 2016
  2. Anne McIntosh adopted for Thirsk & Malton. Conservative Home (19 November 2006). ციტირების თარიღი: 18 October 2016
  3. McIntosh responds to Sir Thomas Legg's conclusions on parliamentary expenses. ePolitix.com (1 April 2009). ციტირების თარიღი: 23 April 2010.[მკვდარი ბმული]
  4. „UK | UK Politics | MPs who rejected expenses reform“. BBC News. 4 July 2008. ციტირების თარიღი: 23 April 2010.
  5. „UK > England > Yorkshire & Humber > Thirsk & Malton“. Election 2010. BBC. 28 May 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 May 2010. ციტირების თარიღი: 28 May 2010.
  6. „Tories win final election seat of Thirsk and Malton“. BBC News Online. BBC. 28 May 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 May 2010. ციტირების თარიღი: 28 May 2010.
  7. The Conservative Party. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 April 2011. ციტირების თარიღი: 18 December 2010.
  8. McIntosh, Anne (12 November 2011). „Villages need action now to improve road safety on A64“. York Press. ციტირების თარიღი: 18 October 2016.
  9. „Anne McIntosh 'facing de-selection by supporters'. York Press. 18 August 2009. ციტირების თარიღი: 9 December 2013.
  10. „North MP survives deselection bid“. The Northern Echo. 2 September 2009. ციტირების თარიღი: 9 December 2013.
  11. „MP Anne McIntosh facing an uncertain future“. Gazette & Herald. 30 January 2013. ციტირების თარიღი: 9 December 2013.
  12. „Tory MP Anne McIntosh's career on the line, again | Andy McSmith“. The Independent. 30 იანვარი 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 9 დეკემბერი 2013.
  13. „Conservative MP Anne McIntosh loses de-selection vote“. BBC News (ინგლისური). 2014-01-31. ციტირების თარიღი: 2024-02-13.
  14. Wallace, James. (31 January 2014) Anne McIntosh MP deselected by Thirsk and Malton Conservatives. ციტირების თარიღი: 18 October 2016
  15. „Anne McIntosh confirms she will not stand in election“. itv.com. 13 March 2015. ციტირების თარიღი: 18 October 2016.
  16. notice 2414065 (9 October 2015). ციტირების თარიღი: 18 October 2016
  17. The Conservative Party | Your team | Members of Parliament | Anne McIntosh MP. Conservatives.com (27 May 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 April 2011. ციტირების თარიღი: 9 December 2013.

სასარგებლო ბმულები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანა_მაკინტოში“-დან