ანა ევერსი
ანა ევერსი | |
---|---|
ანა ევერსი 2014 წელს | |
დაბ. თარიღი | 14 მარტი, 1993 |
დაბ. ადგილი | ფრაიბურგი, გერმანია |
სიმაღლე | 175 სმ |
თმის ფერი | ქერა |
თვალები | ყავისფერი |
ეროვნება | გერმანელი |
ანა ევერსი (დ. 14 მარტი, 1993, ფრაიბურგი, გერმანია) — გერმანელი მოდელი. 2015 წელს მოდის ინდუსტრიამ იგი წლის მოდელად აირჩია. მან სამოდელო კარიერა კოლუმბიაში, სამხრეთ კაროლინაში დაიწყო, სადაც გაცვლითი პროგრამით, სასწავლებლად იმყოფებოდა. იგი დიზაინერმა, ალექსანდრე ვანგმა აღმოაჩინ. 2015 წლეს იგი მოხვდა პირელის კალენდარში. არის ჟურნალი „Vogue“-ის სახე. მოდელი თანამშრომლობს ისეთ სააგენტოებთან: „Elite Model Management“, „Women Management“, „Storm Management“, „UNIQUE DENMARK“, „ENZIO.M Management“, „Modellink“ და „Model Management“. მონაწილეობა მიღებული აქვს 100-ზე მეტ ედიტორიალში. იგი მუშაობდა 60 დიზაინერთან, მათ შორისაა: ბალენსიაგა, Balmain, კელვინ კლინი, Chanel, Dior, Donna Karan, Fendi, Lanvin, Louis Vuitton, მარკ ჯეკობსი, Prada, რალფ ლორენი, Versace და სხვ.