უქალოები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
უქალოები
(Branchiostoma lanceolatum)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
ქვეტიპი:  უქალოები
ლათინური სახელი
Acrania

უქალოები (ლათ. Acrania) — უმდაბლესი ქორდიანების ქვეტიპი. სხეულის თვის ნაწილი არა აქვთ გამოყოფილი, არ გააჩნიათ ქალა (აქედან წარმოდგება სახელწოდება); მთელი სხეული, ზოგიერთი შინაგანი ორგანო, გამომყოფი სისტემა და სასქესო ჯირკვლები სეგმენტებადაა დაყოფილი. გრძნობის ორგანოები პრიმიტიულია (აქვთ მხოლოდ მგრძნობიარე უჯრედები). გული არა აქვთ. ქვეტიპში 2 ოჯახია. Branchiostomadae აერთიანებს 19 სახეობას, რომელთაგან ყველაზე მეტად ცნობილია ამფიოქსუსი, ხოლო ოჯახი Amphioxididae — 3 სახეობას. უქალოები ოკეანეების ეკვატორული ზონის სიზრქეში ბინადრობენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]