ნეფრიდიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნეფრიდიები (ბერძნ. nephros — თირკმელი) — უხერხემლო ცხოველების გამომყოფი ორგანოები, რომლებიც ასრულებენ ოსმორეგულაციისა და ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის მავნე პროდუქტების გამოტანის ფუნქციას. ნეფრიდიები ექტოდერმული ეპითელიუმისაგან აგებული, სხვადასხვა სირთულის მილაკებია: განასხვავებენ ორნაირ ნეფრიდიებს: პროტონეფრიდიუმის შიგნითა ბოლო დახშულია წამწამების კონით აღჭურვილი უჯრედით, ე. წ. სოლენოციტით (უმდაბლესი ჭიები, ზოგი რგოლოვანი ჭიები); მეტანეფრიდიუმის შიგნითა ბოლოზე წამწამოვანი ძაბრით შემოვლებული ნასვრეტია (ნეფროსტომი), რომელიც სხეულის ღრუში (ცელომში) იხსნება (უმთავრესად რგოლოვანი ჭიები). ზოგჯერ ნეფრიდიები შეზრდილია მეზოდერმულ სასქესო მილაკებთან (ცელომოდუქტებთან) და ქმნის შარდ-სასქესო მილაკს (ნეფრომიქსიუმს).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]