ამუნდსენის ყურე
იერსახე

ამუნდსენის ყურე — მდებარეობს კანადის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიაში, ბანქსის კუნძულებს, კუნძულ ვიქტორიასა და მატერიკს შორის. მისი სიგრძე დაახლოებით 400 კმ-ია, სიგანე 150 კმ. ესაზღვრება ბოფორტის ზღვა.
ყურეს 1903-1906 წლებში იკვლევდა ნორვეგიელი მკვლევარი რუალ ამუნდსენი. ყურე მდებარეობს წყნარი და ატლანტის ოკეანის დამაკავშირებელი, ცნობილი ჩრდილო-დასავლეთის მარშრუტის დასავლეთით. წელიწადის უმეტეს დროს, ყურე ყინულებითაა დაფარული.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 410.