ამია
Jump to navigation
Jump to search
ამია | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
ლათინური სახელი | ||||||||
Amia calva |
ამია, შლამის თევზი (ლათ. Amia calva) — ძვლიანი განოიდების ზერიგის ამიისებრთა (Amiidae) ოჯახის ერთადერთი სახეობა. აქვს 60, იშვიათად 90 სმ-მდე სიგრძის სხეული, ციკლოიდური ქერცლი. გვხვდება ჩრდილოეთ ამერიკის დაჭაობებულ წყალსატევეებში. საკმაოდ დიდხანს ძლებს უწყლოდ. იკვებება უხერხემლო ცხოველებითა და პატარა თევზებით. ტოფობს გაზაფხულზე. მამალი აკეთებს ბუდეს, იცავს ქვირითსა და ნორჩ ლიფსიტებს. სარეწაო მნიშვნელობა თითქმის არ აქვს.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 381, თბ., 1975 წელი.