მთელძვლოვანნი
იერსახე
| მთელძვლოვანნი | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Lepisosteus oculatus | ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Holostei (Müller, 1846) | ||||||||||||
| ||||||||||||
მთელძვლოვანნი, ძვლიანი განოიდები (ლათ. Holostei) — თევზების ინფრაკლასი სხივფარფლიანების კლასისა. გარდამავალი ადგილი უკავიათ ხრტილიან განოიდებსა და ძვლიან თევზებს შორის. მთელძვლოვანნი პირველად გვიან პერმულ პერიოდში გაჩნდნენ. მეზოზოურში არსებობდა მთელძვლოვანთა 7 რიგი, პალეოგენის დასაწყისში კი თითქმის მთლიანად ამოწყდნენ. თანამედროვე ფაუნაში შემორჩენილია შლამის თევზებისა (1 სახეობა — შლამის თევზი ანუ ამია) და კაიმანისებრი თევზების (რამდენიმე სახეობა) რიგი. მთელძვლოვანნი გავრცელებული არიან ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 665.