ამბაზუკი
იერსახე
ამბაზუკი - კასპიის (დარიალის) კარის მფლობელი (V საუკუნის დასასრული). შთამომავლობით ჰუნი. ამბაზუკმა ბიზანტიელებს კასპიის კარი შესთავაზა, მაგრამ ანასტასიოს I-მა უარი თქვა. კასპიის კარი ხელთ იგდო სპარსეთის მეფე კავადმა, რაც ბიზანტიასა და ირანს შორის 502 წელს დაწყებული ხანგრძლივი ომის საბაბი გახდა.
წყარო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პროკოპი კესარიელი, წგნ.: გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1968
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გოზალიშვილი გ., კასპიის კარი, «ენიმკის მოამბე», 1940, ტ. 5-6;
- გოზალიშვილი გ., ქსე, ტ. 1, გვ. 351, თბ., 1975