ალ-კალკაშანდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალ-კალკაშანდის „სუბჰ ალ-ა'შას“ ხელნაწერის ერთ-ერთი გვერდი (1779 წ.)

შიჰაბ-ად-დინ აბულ-აბბას აჰმად იბნ ალი ალ-კალკაშანდი (არაბ. شهاب الدين أبو العباس أحمد بن علي بن أحمد بن عبد الله الفزاري القلقشندي; დ. 1355 — გ. 1418) — არაბი ავტორი, ენციკლოპედისტი, ეგვიპტის მამლუქთა სასულთნოს ადმინისტრაციული მოხელე.

ალ-კალკაშანდის ძირითადი თხზულება მისი 14-ტომიანი კაპიტალური ნაშრომი „ბრმის განთიადი წე­რის ხელოვნებაში“ („სუბჰ ალ-ა'შა ფი სინა'ათ ალ-ინშა“), რომელიც 1412 წელს დაასრულა (სრული სახით დაიბეჭდა 1913–20 წლებში კაიროში). თხზულება 10 ნაწილად (მაკალა) იყოფა. მეორე ნაწილში (ტომი III–IV) მოცემულია მასალა სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიისა და გეოგრაფიის შესახებ; ოლქებისა და ქალაქების, სავაჭრო გზებისა და სხვათა აღწერა. ნაშრომში არის ცნობები საქართველო-ეგვიპტის, ასევე სა­ქართველოს მეფისა და ირანის ილხანების ურ­თი­ერ­თო­ბის ისტორიისათვის.

ალ-კალკაშანდის თხრობა ეყრდნობა ელომარის (გ. 1348) ნაშრომს. ალ-კალკაშანდის წყაროს ცნობით, მონღოლთა ყაენის დიდ ვეზირ ჩობანს იმდენი დახმარება გაუწე­ვია გიორგი V ბრწყინ­ვალისათვის, რომ ქართველი მეფე მას თავისი ძალის საყრდენად და განსაცდელთა გამაქარწყლებ­ლად თვლიდა. ცნობები საქართველოს შე­სა­ხებ ამოკრიბა და რუსულად თარგმნა ვლადიმერ ტიზენჰაუზენმა, ხოლო ეგვიპტის სულთნის კარზე შემუშავებული ­ქართველი მეფეებისადმი მიმართვის წესის არაბული ტექსტი შეტანილია გიორგი წერეთლის არაბულ ქრესტომათიაში; მისი ქარ­თული თარგმანი დაბეჭდეს ივანე ჯავახიშვილმა, ავთანდილ მენთეშაშვილმა და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Заметка Элькалькашанди о грузинах / [В. Тизенгаузен]. - [Санкт-Петербург] : тип. Имп. Акад. наук, [1887]. - 9 с. ; 27см.. - Авт. указан в конце текста. - Без тит. л. и обл.. - Отт. из "Зап. Вост. отд. Рус. археол. общ." 1887, т. 1, вып. 3, с. 208-216
  • არაბული ქრესტომათია. - თბ. : სტალინის სახ. თბილისის სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა და სტ., 1949. - 16,108გვ. ; 22სმ. - თავფურც. და წინასიტყვაობები ქართულ-რუსულ ენებზე, ტექსტი არაბულ ენაზე.
  • საქართველოს და ეგვიპტის ისტორიის ურთიერთობიდან / ა. მენთეშაშვილი // დროშა. - თბილისი, 1958. - N9. - გვ.18-19.
  • მასალები საქართველო-ეგვიპტის ურთიერთობის ისტორიისათვის / ბ. სილაგაძე // ქართული წყაროთმცოდნეობა / ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი. - თბილისი, 1968. - ტ.2. - გვ.87-104
  • ჯავახი­შვი­ლი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 3, თბ., 1982