ალმატის წმინდა თევდორეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალმატის წმინდა თევდორეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატის სასაფლაოზე. თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია აგურით. შიგნიდან და გარედან შელესილი ყოფილა. ძლიერ დაზიანებულია: ჩაქცეულია კამარა, ფასადებზე საპირე წყობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოშლილია, სამხრეთ კედელი განგრეულია. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთით სწორკუთხა საკურთხეველია, რითიც დაბაზისგან არ არის გამოყოფილი, საკურთხევლის აღმოსავლეთ კედლის შუაში თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. თითი მსგავსი სარკმელი დანარჩენ კედლებშიცაა. გარედან ოთხივე ფასადის კიდეებს ერთსაფეხურიანი პილასტრი აუყვება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]