ალმატის ეკლესია
იერსახე
ალმატის ეკლესია— არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატის განაპირას, თარიღდება შუა საუკუნეებით. დანგრეულია. კედლები სხვადასხვა დონეზე ფრაგმენტულადაა შემორჩენილი. ნაგები იყო დიდი ზომის ფიქლის ქვით თხელ კირის ხსნარზე. ეკლესია უაფსიდო ყოფილა, აღმოსავლეთით დასრულებული იყო სწორი კედლით. შესასვლელი (შემორჩენილია კვალი) დასავლეთიდან ჰქონია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კუპრეიშვილი ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 352.