ალისა უოკერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალისა უოკერი
Alice Walker.jpg
უოკერი 2007 წელს
დაბ. თარიღი 9 თებერვალი, 1944 (1944-02-09) (76 წლის)
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა პოეტი, ნოველისტი, სოციალური აქტივისტი

ალისა უოკერი (დ. 9 თებერვალი, 1944) — ამერიკელი რომანისტი, მოთხრობების მწერალი, პოეტი და სოციალური აქტივისტი. 1982 წელს მან დაწერა რომანი „The Color Purple“, რისთვისაც მან მოიპოვა ეროვნული წიგნის ჯილდო. მან ასევე დაწერა რომანები „მერიდიანი“ (1976) და „The Third Life of Grange Copeland“ (1970).

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალისა მალსენიორ ტალულაჰ-კეიტ უოკერი დაიბადა იტონტონში, ჯორჯიის შტატში.[1][2] უოკერის მშობლები ორივე საზიაროდ მომუშავეები იყვნენ, თუმცა მისი დედა ასევე მუშაობდა მკერავად, დამატებითი თანხის მოსაპოვებლად. ალისა რვა შვილიდან ყველაზე უმცროსი იყო. სკოლაში ჩაირიცხა, როდესაც ის მხოლოდ ოთხი წლის იყო.[1][3]

როდესაც ალისა 8 წლის იყო, მისმა ძმამ მარჯვენა თვალი დაუზინა ცეცხლსასროლი იარაღით.[3] ვინაიდან მის მშობლებს არ ყავდათ მანქანა, ალისამ ვერ მიიღო სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რამაც იგი მარჯვენა თვალში სამუდამოდ დააბრმავა, თვალის დაზიანების შემდეგ უოლკერმა დაიწყო კითხვა და წერა.[1] 14 წლის ასაკში ალისას თვალიდან ნაწიბუროვანი ქსოვილი ამოუღეს, მაგრამ დაზიანებს კვალი დღემდე რჩება თვალზე.

1961 წელს ჩაირიცხა სპელმენის კოლეჯში სტიპენდიით უმაღლესი აკადემიური მოსწრების გამო, ორი წლის შემდეგ ალისას უოკერს შესთავაზეს კიდევ ერთი სტიპენდია, ამჯერად ნიუ-იორკის სარა ლოურენსის კოლეჯიდან, და ამ წინადადებას დათანხმდა.[4]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალისამ დაწერა ლექსების პირველი კრებული, როდესაც ის სტუდენტი იყო სარა ლოურენსის კოლეჯში, 4 წლის შემდეგ მისი ლექსების კრებული გამოქვეყნდა.[5]

კოლეჯის დამთავრების შემდეგ, უოლკერმა იმუშავა ნიუ – იორკის საქალაქო კეთილდღეობის დეპარტამენტში. უოკერი ასევე მუშაობდა კონსულტანტად შავკანიანის ადამიანების ისტორიის Mississippi Head Start პროგრამაში. მოგვიანებით მან მუშაობა დაიწყო ჯექსონის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1968–1969) და ტუგალუს კოლეჯში (1970–1971). ტუგალუს კოლეჯში მუშაობის გარდა, უოლკერმა 1970 წელს გამოსცა თავისი პირველი რომანი, "მესამე ცხოვრება გრეგენტ კოპელანდიდან". რომანი იკვლევს გრანგენ კოპელანდის ცხოვრებას.

1972 წლის შემოდგომაზე, უოკერმა ასწავლა კურსი შავკანიან ქალებს, ბოსტონის უნივერსიტეტში.[6]

უოკერის 1975 წელს გამოქვეყნებულმა სტატიამ „Zora Neale Hurston“, ხელი შეუწყო ამ აფრო-ამერიკელი მწერალისა და ანთროპოლოგის შემოქმედებისადმი ინტერესის გაღვივებას.[7]

2000 წელს უოლკერმა გამოაქვეყნა მოკლე ნაწარმოებთა კოლექცია, რომელიც დაფუძნებულია საკუთარ ცხოვრებაზე, სახელწოდებით The Way Forward Is Broken Heart (რევოლუციური გულით), რომელიც ეხება სიყვარულსა და რასობრივ ურთიერთობებს. ამ წიგნში უოკერი დეტალურად აღწერს მის ურთიერთობას მელვინ როზმან ლევენტალთან, სამოქალაქო უფლებების დამცველთან, რომელიც ასევე მუშაობდა მისისიპში.[8] წყვილი დაქორწინდა 1967 წლის 17 მარტს ნიუ-იორკში, რადგან რასათშორისი ქორწინება სამხრეთ შტატებში უკანონო იყო; 1976 წელს განქორწინდნენ.[9] მათ 1969 წელს შეეძინათ ქალიშვილი რებეკა.[3] რებეკა უოკერი, ალისა უოკერის ერთადერთი შვილი, ამერიკელი რომანისტი, რედაქტორი, მხატვარი და აქტივისტია.

2007 წელს უოკერმა ემორის უნივერსიტეტის ხელნაწერების, არქივებისა და იშვიათი წიგნების ბიბლიოთეკას გადასცა 122 ყუთი ხელნაწერი და საარქივო მასალა.[10]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Bates, Gerri (2005). Alice Walker: A Critical Companion. Greenwood Press. OCLC 62321382. 
  2. Moore, Geneva Cobb, and Andrew Billingsley. Maternal Metaphors of Power in African American Women's Literature: From Phillis Wheatley to Toni Morrison. University of South Carolina Press, 2017, OCLC 974947406.
  3. 3.0 3.1 3.2 The Officers of the Alice Walker Literary Society. About Alice Walker. Alice Walker Literary Society. ციტირების თარიღი: June 15, 2015.
  4. https://news.emory.edu/tags/topic/alice_walker/index.html
  5. https://alicewalkersgarden.com/2010/09/book-poetry-once-1968/
  6. [1] Interview with Barbara Smith, May 7–8, 2003. p. 50. Retrieved July 19, 2017
  7. https://barnard.edu/news/archaeology-classic-celebrating-zora-neale-hurston-28
  8. Campbell, Duncan. (2001-02-25) Interview: Alice Walker en. ციტირების თარიღი: 2018-03-26
  9. World Authors 1995-2000, 2003. Biography Reference Bank database. Retrieved April 10, 2009.
  10. Emory University (December 18, 2007). „Alice Walker Places Her Archive at Emory“. პრეს-რელიზი. http://www.emory.edu/news/Releases/alice_walker_archive_1197997696.html.