შინაარსზე გადასვლა

ალილუია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალილუია[1], აგრეთვე ალელუია[2] (ებრ. הַלְּלוּיָהּ, ჰალელუ-ჲაჰაქებდით უფალსა) — ღვთის სადიდებელი გალობა ქრისტიანულ და იუდეურ ღვთისმსახურებაში. ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში ეს ფრაზა ჩასართავად ითქმის ზოგიერთ ფსალმუნში (104,35; 105,45; 106,1.48; 111,1; 112,1; 113,1.9; 115,18; 116,19; 117,2; 135,1.21; 146,1.10; 147,1.20; 148,1.14; 149,1.9; 150,1.6), აგრეთვე, როგორც წმინდა სამების სადიდებელი, დაერთვის სხვადასხვა ლოცვებსა და საგალობლებს სამ-სამჯერ. ახალ აღთქმაში სიტყვა „ალილუია“ გვხვდება ოთხჯერ, იოანეს გამოცხადებაში (19,1–6).

მარხვის პერიოდში და გარდაცვლილთა მოხსენიების დღეებში, ქრისტიანულ ეკლესიაში, „ღმერთი უფალის“ საგალობლის ნაცვლად იგალობება „ალილუია“. ალილუია ყოველთვის სამოციქულოს საკითხავის შემდეგ, სახარების წაკითხვის წინ იგალობება ლიტურგიაზე.

  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბილისი, 2007, გვ. 50. ISBN 978 99940 69 47 7