ალვარო რეკობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალვარო რეკობა
Álvaro Recoba
Alvaro Recoba.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ალვარო ალეხანდერ რეკობა რივერო
Álvaro Alexander Recoba Rivero
დაბადების
თარიღი
17 მარტი, 1976 (1976-03-17) (43 წლის)
დაბადების
ადგილი
მონტევიდეო, ურუგვაი
სიმაღლე 179 სმ
სათამაშო
პოზიცია
უკანდახეული თავდამსხმელი /
შემტევი ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ნასიონალი
ნომერი 20
ახალგაზრდული კარიერა
დანუბიო
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1994–1995 დანუბიო 34 (11)
1996–1997 ნასიონალი 33 (17)
1997–2008 ინტერი მილანი 248 (72)
1999 ვენეცია (იჯარა) 24 (12)
2007–2008 ტორინო (იჯარა) 28 (7)
2008–2009 პანიონიოსი 21 (7)
2010–2011 დანუბიო 31 (10)
2011– ნასიონალი 35 (12)
ეროვნული ნაკრები
1995–2007 ურუგვაი 69 (11)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 9 იანვარი, 2011
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 30 ოქტომბერი, 2010

ალვარო რეკობა (ესპ. Alvaro Recoba; დ. 17 მარტი, 1976) — ურუგვაელი ფეხბურთელი.

ადრეული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეკობა 1976 წლის 17 მარტს დაიბადა ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში. მან თავისი კარიერა დაიწყო მოკრძალებულ დედაქალაქურ კლუბ „დანუბიოში“. რამდენიმე წელიწადი მეორე გუნდში ითამაშა და 31 მატჩში 32 გოლი გაიტანა,ხოლო 1994-1995 წლებში 16 წლის ასაკში დებიუტი ჰქონდა პირველ გუნდში. ამის შემდეგ მან სწრაფად მიიპყრო ყურადღება თავისი ფანტასტიკური მარცხენა ფეხის წყალობით. ორი წლის შემდეგ ახალგაზრდა ტალანტი ყველაზე წარმატებულმა ურუგვაულმა კლუბმა — მონტევიდეოს ნასიონალმა გადაიბირა,სადაც მან 1996-1997 სეზონი ითამაშა. იგი გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონი გახდა და ურუგვაის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულსაც დაეუფლა. სეზონის დასრულებისთანავე რეკობა მილანის ინტერნაციონალემ შეიძინა.

მილანის ინტერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეკობას ინტერული დებიუტი 1997 წლის 31 აგვისტოს შედგა რონალდოსთან ერთად ბრეშიას წინააღმდეგ. რეკობამ ამ თამაშში ჯერ 40 მეტრიდან აიღო მოწინააღმდეგის კარი, შემდეგ კი ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გაახვია ბურთი ბრეშელთა ბადეში. ბოლო 10 წუთში გატანილმა ამ ორმა გოლმა ინტერს მოწინააღმდეგეზე 2-1 გაამარჯვებინა, როკობა კი პუბლიკის სიმპატიად აქცია. მიუხედავად კარგი დებიუტისა,რეკობამ ამ სეზონში მხოლოდ შვიდჯერ ითამაშა და სამი გოლი გაიტანა, რაც გარკვეულწილად რონალდოს ფაქტორით იყო გამოწვეული. ამ წელს რეკობამ გუნდთან ერთად ევროპის უეფა-ს თასი მოიგო. მწრთვნელის ხუშტურის გამო რეკობამ კლუბის ძირითადში ფეხი ვერ მოიკიდა და 1999 წელს ის არენდით ვენეციაში გაუშვეს,სადაც 19 მატჩში 11 გოლი და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.

R20.JPG

2001 წლის 1 იანვარს რეკობა ისევ ინტერში დაბრუნდა და გუნდთან ახალი კონტრაქტი 2006 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, კლუბში დაბრუნება რეკობასათვის წარმატებული გამოდგა, ის კლუბისთვის შეუცვლელი მოთამაშე და გუნდის საუკეთესო გოლიადორი გახდა. იგი ძალიან შეუყვარდა გულშემატკივარს, მას „ჩინო“ (el chino) შეარქვეს, რაც ჩინელს ნიშნავს. ეს მეტსახელი გამოწვეული იყო მისი სახის აზიატური ნაკვთების გამო.

მიუხედავად გაწეული უდიდესი შრომისა, ურუგვაელის ანაზღაურება ბევრად ნაკლები იყო თავის თანაგუნდელების ხელფასებზე, შედეგად მასიმო მორატისთან მცირე აზრთა სხვადასხვაობის შემდეგ (ურუგვაელის აგენტმა მორატის ბარსელონას თვითმფრინავის ბილეთებიც კი აუფრიალა — კატალონიაში უკვე მზად იყვნენ ჩინოს მისაღებად) რეკობამ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ის იმ დროისათვის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა მსოფლიოში.

რეკობამ ინტერის 20 ნომრიანი მაისურით 176 მატჩი ჩაატარა და 53 გოლი გაიტანა. ყველასგან გამოარჩევდა თავისი ძლიერი მხარეები: სისწრაფე, დრიბლინგი, ბურთის ფლობა, ზუსტი პასები, უზუსტესი და უძლიერესი დარტყმა მარცხენა ფეხით, საჯარიმო დარტყმების ოსტატობა.

ამის შემდეგ რეკობას კარიერაში პრობლემები დაიწყო: გაირკვა, რომ იტალიური პასპორტი, რომელიც ალვარომ 1999 წელს აიღო ყალბი იყო. საქმე ეხებოდა მეორე იტალიურ მოქალაქეობას, რომლის ქონის შემთხვევაში ის არ ჩაითვლებოდა ლეგიონერად და არ მოხვდებოდა მკაცრი ლიმიტის ქვეშ. ამის გამო კლუბი ნახევარი მილიონი დოლარით დააჯარიმეს, ფეხბურთელს ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, თუმც აპელაციის შემდეგ სასჯელი ოთხ თვემდე შეუმცირეს.

ხშირი ტრავმებისა და შესაბამისად სათამაშო დროის ნაკლებობის გამო,მიუხედავად უდიდესი ტალანტის ეპიზოდური გამოვლინებისა, მან კლუბის ხელმძღვანელობების იმედები ბოლომდე ვერ გაამართლა. 2007 წლის დასაწყისში რეკობა არენდით ტორინოში გაუშვეს, სადაც მან ერთი სეზონი ითამაშა და 22 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

რეკობა ნასიონალში

სამშობლოში დაბრუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წელს რეკობა თავისუფალი აგენტის სტატუსით ბერძნულ პანიონისში ჩაირიცხა. შემდეგ წელიწადს მან კლუბთან კონტრაქტი შეწყვიტა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე და 2009 წლის 27 დეკემბერს ისევ მშობლიურ დანუბიოს მიაშურა, სადაც 31 მატჩში 10 გოლი გაიტანა. 2011 წლის ივლისიდან რეკობა მონტევიდეოს ნასიონალში გამოდის და 2012 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით 40 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი.


ურუგვაის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალვარო რეკობა გამორჩეული მოთამაშე იყო ურუგვაის ეროვნულ ნაკრებშიც. თანაგუნდელი მონტეროს წასვლის შემდეგ იგი იყო გუნდის კაპიტანი, მან თავის გუნდთან ერთად მონაწილეობა 2002 წელს კორეა–იაპონიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში. აღნიშნულ ტურნირზე ჩინო თავისი გუნდის უდავო ლიდერად მოგვევლინა. ჯგუფური ეტაპის სამი მატჩიდან ურუგვაიმ არც ერთი არ წააგო და თავაწეულმა დატოვა მსოფლიო ფორუმი. ურუგვაის ნაკრებში რეკობამ 1995–დან 2007 წლამდე საერთო ჯამში 69 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.

შეკითხვაზე — თვლის თუ არა რეკობა, რომ მან ტყუილად შეალია თავისი ტალანტი ინტერს და შეეძლო თუ არა სხვა ისეთი გუნდის პოვნა, რომელშიც უფრო მეტს გააკეთაბდა, მან უპასუხა: „არ იყო ადვილი წასვლა ისეთი გუნდიდან, საიდანაც ჩემი გაშვება არ უნდოდათ და დღესაც ნანობენ ამას, მე ორჯერ ვითხოვე წასვლა, მაგრამ კლუბის პრეზიდენტის თხოვნით ორჯერვე დავრჩი…“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]