ალექსი ჭინჭარაული
ალექსი ჭინჭარაული | |
---|---|
დაბადების თარიღი |
25 დეკემბერი, 1925 შატილი, დუშეთის მუნიციპალიტეტი |
გარდაცვალების თარიღი | 12 თებერვალი, 2012 (86 წლის) |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1950–1955 |
პროფესია | ლექსიკოგრაფი, ეთნოგრაფი |
ჯილდოები |
ალექსი ლეკოს ძე ჭინჭარაული (დ. 25 დეკემბერი, 1925, შატილი — გ. 12 თებერვალი, 2012[1]) — ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1925 წლის 25 დეკემბერს დუშეთის რაიონის სოფელ შატილში. 1950 წელს შევიდა და 1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიური ენების განყოფილება. 1958 წელს დაამთავრა ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურა და მუშაობა დაიწყო ლექსიკოლოგიის განყოფილებაში.
1961 წელს მას მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაცული დისერტაციის („ხევსურულის დარგობლივი ლექსიკა“) საფუძველზე. ალ. ჭინჭარაული მონაწილეობდა „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ და შემდეგ ამ ლექსიკონის ერთტომეულის შედგენის სამუშაოებში (სიტყვების განმარტება, განმარტებულის პირველადი რედაქცია, რედაქტირებული მასალის რეცენზირება და სხვ.).
მას აქვს ენათმეცნიერული შრომები „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტისა და ენის, ვაჟა-ფშაველას თხზულებათა ტექსტისა და ენის, ქართული ენის დიალექტებისა და სხვათა შესახებ. გამოქვეყნებული აქვს გამოკვლევები „ვეფხისტყაოსნის“ ავტორის სადაურობის საკითხისათვის.
ლექსიკოლოგიის განყოფილებაში მუშაობისას ალ. ჭინჭარაულმა შეადგინა „ხევსურული ლექსიკონი“ (დაახლოებით 25 000 სიტყვა-სტატია) და „ფშაური ლექსიკონი“ (დაახლოებით 15 000 სიტყვა-სტატია).
1993 წელს მას მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ენათმეცნიერების ინსტიტუტში დაცული დისერტაციის (მხატვრული ტექსტის ენობრივი ანალიზის საკითხები „ვეფხისტყაოსნის“ და ვაჟა-ფშაველას თხზულებათა მიხედვით) საფუძველზე.
„ხევსურული ლექსიკონი“ გამოიცა 2005 წელს, ხოლო ფშაურ ლექსიკონზე კვლავ მიმდინარეობს მუშაობა.
იგი არის მწერალთა კავშირის წევრი; გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი – 1995; მიღებული აქვს ღირსების ორდენი – 1999; პრემია საგურამო, ნომინაციაში ჰუმანიტარული მეცნიერება – 2007; აკადემიკოს ვ. თოფურიას პრემია – 2009; ფოლკლორის სახელმწიფო პრემია – 2009; საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – წმინდა გიორგის ორდენი – 2010. იგი არის ავტორი 7 მონოგრაფიისა. მას აქვს 250-მდე გამოკვლევა ან წაკითხული მოხსენების თეზისები.
მონოგრაფიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ხევსურულის თავისებურებანი“, ტექსტებით და ინდექსით, 1960 წ.
- „ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი“, 1969 წ.
- „ვაჟა-ფშაველას ტექსტის დადგენისათვის“, 1977 წ.
- „აკაკი შანიძე მთის მკვლევარი“, 1977წ.
- მთას ვიყავ“, 1980 წ.
- „ვეფხისტყაოსნის“ ენისა და ტექსტის საკითხები“, I, 1982 წ.
- „ხევსურული ლექსიკონი“, 2005 წ.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1999 — ღირსების ორდენი
- 2007 — პრემია „საგურამო“, ნომინაციაში ჰუმანიტარული მეცნიერება
- 2009 — აკადემიკოს ვ. თოფურიას პრემია
- 2009 — ფოლკლორის სახელმწიფო პრემია
- 2010 — წმიდა გიორგის ოქროს ორდენი (საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალექსი ჭინჭარაული — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- როგორ დაიწერა რევაზ ინანიშვილის მოთხრობა "ჩაჩაურის წასვლა"
- ცოტა რამ დიდ ადამიანზე დაარქივებული 2011-06-23 საიტზე Wayback Machine.
- ალექსი ჭინჭარაულის სრული ბიბლიოგრაფია დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ალექსი ჭინჭარაული 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-29. ციტირების თარიღი: 2014-05-23.
- ქართველი ენათმეცნიერები
- ქართველი ეთნოგრაფები
- დაბადებული 25 დეკემბერი
- დაბადებული 1925
- გარდაცვლილი 12 თებერვალი
- გარდაცვლილი 2012
- დუშეთის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- ჭინჭარაულები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- საგურამოს პრემიის ლაურეატები
- წმიდა გიორგის ოქროს ორდენი კავალრები