ალექსი პლეშჩეევი
ალექსი პლეშჩეევი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 22 ნოემბერი (4 დეკემბერი), 1825[1] [2] [3] [4] [5] |
დაბადების ადგილი | კოსტრომა[1] [6] [3] |
გარდაცვალების თარიღი | 26 სექტემბერი (8 ოქტომბერი), 1893[1] [2] [3] [4] [5] (67 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პარიზი, საფრანგეთი[1] [3] |
დასაფლავებულია | ნოვოდევიჩიეს სასაფლაო |
ფსევდონიმი | А.Н.П., А.П., А.П. и А.С., Лишний человек, Н.А., П—в, А., П— —в, П— — —в, Пл—в, П—ъ, Псевдонимов და N.N. |
საქმიანობა | პოეტი[3] , მწერალი, თეატრალური კრიტიკოსი, მთარგმნელი, ლიტერატურული კრიტიკოსი, პროზაიკოსი და პუბლიცისტი |
ენა | რუსული ენა |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
ალმა-მატერი | ნიკოლაევის საკავალერიო სასწავლებელი[3] [1] და სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი[3] [1] |
შვილ(ებ)ი | ალექსანდრე პლეშჩეევი[7] [8] |
ხელმოწერა | |
საიტი | plesheev.ouc.ru |
ალექსი ნიკოლოზის ძე პლეშჩეევი (რუს. Алексей Николаевич Плещеев; დ. 4 დეკემბერი, [ძვ. სტ. 22 ნოემბერი], 1825, კოსტრომა — გ. 8 ოქტომბერი [ძვ. სტ. 26 სექტემბერი], 1893, პარიზი; დაკრძალულია მოსკოვში) — რუსი მწერალი. პეტრაშეველთა წრეში მონაწილეობისათვის 1849 წელს გადაასახლეს. მოსკოვში დაბრუნდა 1859 წელს. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1844, ლექსთა პირველი კრებული — 1846. პლეშჩეევისზოგი ლექსი რევოლუციის სიმღერად იქცა. 1848-დან წერდა მამხილებელ მოთხრობებს.
მას ბევრი რამ აკავშირებდა საქართველოსთან: პირადად იცნობდა ნიკო ნიკოლაძეს; ლექსებს აქვეყნებდა თბილისურ ჟურნალში „გუსლი“ (1882) და სხვა. მისი პოეზია პოპულარული იყო საქართველოში (მთარგმნელები: აკაკი წერეთელი, კონსტანტინე ლორთქიფანიძე, შიო მღვიმელი, გრიგოლ აბაშიძე). პლეშჩეევის სიმღერა-ლექსმა „წინ! უშიშრად და მტკიცედ“ გავლენა მოახდინა იროდიონ ევდოშვილის ლექსზე „მეგობრებო, წინ, წინ გასწით!“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შადური ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 108.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Щуров И. А. Плещеев // Краткая литературная энциклопедия — Москва: Советская энциклопедия, 1962. — Т. 5.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 Л. Вейнберг Плещеев, Алексей Николаевич // Энциклопедический словарь — СПб: Брокгауз — Ефрон, 1898. — Т. XXIIIа. — С. 879–880.
- ↑ 4.0 4.1 IMSLP — 2006.
- ↑ 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Плещеев Алексей Николаевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Плещеев, Александр Алексеевич // Энциклопедический словарь — СПб: Брокгауз — Ефрон, 1906. — Т. доп. II. — С. 423.
- ↑ Плещеев А. А. // Краткая литературная энциклопедия — Москва: Советская энциклопедия, 1968. — Т. 5. — С. 798–799.