ალექსეი მილჩაკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსეი იურის ძე მილჩაკოვი
მეტსახელი ფრიცი; სერბი
ეროვნება რუსი
დაბადების თარიღი 30 აპრილი, 1991 (1991-04-30) (33 წლის)
დაბადების ადგილი სანქტ-პეტერბურგი
ჯარის სახეობა სპეციალური ოპერაციების ძალები
მეთაურობდა Rusich
ბრძოლები/ომები დონბასის ომი
რუსეთის შეჭრა უკრაინაში
რუსეთის სამხედრო ინტერვენცია სირიის სამოქალაქო ომში
კავშირი ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკა (2014–2015)
რუსეთი (2015–დღემდე)

ალექსეი იურის ძე მილჩაკოვი (რუს. Алексей Юрьевич Мильчаков; დ. 30 აპრილი, 1991, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი) — რუსი ნეონაცისტი, „ვაგნერის“ ჯგუფთან ასოცირებული „რუსიჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი. [1] 2022 წლის მდგომარეობით სანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების მიერ.[2] მას უკავშირებენ არაერთ სასტიკ დანაშაულს, როგორც სირიაში, ისე უკრაინაში,[3] მათ შორის მამაკაცის სასიკვდილო ცემას, უროს გამოყენებით. მილჩაკოვს მოიხსენიებენ როგორც „რუსი ნეო-ნაცისტების დონბასში ბრძოლის სიმბოლოს“.[4]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მილჩაკოვი სანქტ-პეტერბურგში დაიბადა.

ცხოველის წამება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მილჩაკოვმა საზოგადოების ყურადღება პირველად 2011 წელს მიიპყრო, როდესაც ონლაინ-სივრცეში გამოაქვეყნა ვიდეო სადაც აწამებდა ლეკვს, რომელსაც მოგვიანებით თავი მოაჭრა.[5][6] სოციალურ ქსელში შეიქმნა პეტიცია რომელსაც ხელს 5000 ადამიანი აწერდა, ისინი მილჩაკოვის პასუხისგებაში მიცემას ითხოვდნენ.[7] პირად VK ანგარიშზე მილჩაკოვი აკეთებდა მოწოდებებს უსახლკაროების, ბავშვებისა და ლეკვების მოკვლაზე.[8]

ომი დონბასში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლიდან მილჩაკოვი იყო მოხალისე დონბასის ომში,[5] მისივე თქმით „მოკვლის“ სურვილით.[6] მისი სოციალური ქსელის პირად ანგარიშზე დაყრდნობით მილჩაკოვმა 2014 წლის ზაფხულში რუსეთის საიმპერიო ლეგიონის წვრთნების პროგრამის გავლის შემდეგ იან პეტროვსკისთან ერთად შექმნა „რუსიჩი“.[9] აიდარის ბატალიონთან ბრძოლის პერიოდში მილჩაკოვი ფოტოსურათებში აქტიურად პოზირებდა დამწვარ, დაღუპულ უკრაინელ სამხედროებთან.[5] ასევე ცნობილია, რომ მილჩაკოვi უკრაინელი ჯარისკაცების გვამების ყურებს აჭირდა და სახეზე სვასტიკას ახატავდა.[10] 2015 წლისთვის ის უკვე სანქცირებული იყო ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის მიერ.[5] იყენებდა მეტსახელებს „ფრიცი“ და „სერბი“.[6]

2020 წელს გადაღებულ ვიდეოში მილჩაკოვმა განაცხადა რომ „ნაცისტია“.

ვიკიციტატა
„მე არ ვაპირებ შევიდე სიღრმეებში და ვთქვა, რომ მე ვარ ნაციონალისტი, პატრიოტი, იმპერალისტი და ასე შემდეგ. პირდაპირ ვიტყვი: მე ნაცისტი ვარ“

[5]

2022 წლის აგვისტოში Nexta-მ Twitter-ზე გამოაქვეყნა ფოტოსურათი, სადაც ჩანდა რომ მილჩაკოვი უკრაინაში იმყოფება.[11] გერმანიის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით არსებობდა ვარაუდი მილჩაკოვის ომში დაშავების შესახებ.[12]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Radio Free Europe/Radio Liberty
  2. ALONG THE SANCTIONED PERSONS: MILCHAKOV Alexey Yurevich. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ოქტომბერი 2022. ციტირების თარიღი: 27 September 2022
  3. Radio Free Europe/Radio Liberty
  4. Mareš, Miroslav; Laryš, Martin; Holzer, Jan (25 October 2018) Militant Right-Wing Extremism in Putin's Russia: Legacies, Forms and Threats. Routledge. ISBN 9780429953620. 
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Kozhurin, Dmitry (27 May 2022). „Who Are The Neo-Nazis Fighting For Russia In Ukraine?“. Radio Free Europe/Radio Liberty. ციტირების თარიღი: 27 September 2022.
  6. 6.0 6.1 6.2 „Dying to kill The Russian neo-Nazis fighting Vladimir Putin's war to 'denazify' Ukraine“. Meduza. 15 July 2022. ციტირების თარიღი: 27 September 2022.
  7. Прокуратура занялась фанатом "Зенита", который отрезал голову собаке ru. ციტირების თარიღი: 2022-10-09
  8. Блоггеры добились прокурорской проверки после появления в Сети снимков с фанатом "Зенита", убивающим щенка ru (2011-11-28). ციტირების თარიღი: 2022-10-09
  9. Rondeaux, Candace; Deer, Jonathan; Dalton, Ben (26 January 2022). „Neo-Nazi Russian Attack Unit Hints It's Going Back Into Ukraine Undercover“. Daily Beast. ციტირების თარიღი: 27 September 2022.
  10. Wheelwright, Julie (2020) Sisters in Arms: Female warriors from antiquity to the new millennium. Bloomsbury Publishing, გვ. 246. ISBN 9781472838025. 
  11. NEXTA on Twitter. ციტატა: „Well-known #Russian Neo-Nazi Alexei Milchakov was featured in the video. During the war in #Donbas, he cut off the ears of murdered #Ukrainian servicemen and took pictures with burned corpses.“ ციტირების თარიღი: 27 September 2022
  12. „Russian Neo-Nazis Participate in 'Denazifying' Ukraine – Der Spiegel“. The Moscow Times. 23 May 2022. ციტირების თარიღი: 27 September 2022.