ალექსანდრე ჭილაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალექსანდრე ჭილაძე (დ. 14 ივლისი, 1958, მოსკოვი — გ. ნოემბერი, 2007) — ქართველი ექიმი, მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.

იყო სსრკ მეანობა–გინეკოლოგიის ცენტრის ორდინატორი, ასპირანტი. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მეანობა–გინეკოლოგიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი. სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის თბილისის №1 კლინიკური საავადმყოფოს მთავაქრი ექიმი. ავტორია 58 სამეცნიერო ნაშრომის. ჯანდაცვის სამინისტროს მეცნიერებისა და განათლების დეპარტამენტის თავმჯდომარე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ორსულობის შეწყვეტა ნაყოფის ინტრანატალური სიკვდილის დროს“, დაიცვა 1984 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]