ლევ კარახანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლევ მიხაილოვიჩ კარახანი , ლეონ კარახანიანი (რუს. Лев Михайлович Карахан დ. 1889, თბილისი — გ. 20 სექტემბერი, 1937) — წარმოშობით სომეხი რუსი პოლიტიკოსი და რევოლუციონერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1904 წლიდან იყო რსდმპ წევრი, მენშევიკი. 1912 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა პროფკავშირულ მოძრაობაში. 1913 წლიდან იყო პეტერბურგის გაერთიანებული სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის წევრი, აგიტატორი, პროპაგანდისტი და ორგანიზატორი. 1917 წელს იყო პეტროგრადის რაიონის დუმის და საქალაქო საბჭოს წევრი. 1918 წლის მარტიდან 1921 წლის ოქტომბრამდე მუშაობდა დიპლომატიურ სამსახურში. 1921-22 წლებში იყო რსფსრ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში. 1922-23 წლებში იყო საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის აღმოსავლეთის განყოფილების გამგე. შემდეგ წლებში მუშაობდა სხვადასხვა ქვეყნებში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად. 1934 წლიდან იყო საბჭოთა კავშირის ელჩი თურქეთში. 1937 წლის 3 მაისს უკან გაიწვიეს და დააპატიმრეს და იმავე წლის 20 სექტემბერს სიკვდილით დასაჯეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: