შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი საბურთალოს რაიონი და ვაკის რაიონი
უბანი საბურთალო
წინა სახელები ივანე პავლოვის ქუჩა

ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი — გამზირი თბილისში, საბურთალოსა და ვაკის რაიონებში (საბურთალო). პეკინის გამზირიდან პეტრე ქავთარაძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 40-იან წლებში. 1941 წელს დაერქვა ივანე პავლოვის, 1990 წელს — ალექსანდრე ყაზბეგის სახელი. ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი ვაჟა-ფშაველას გამზირთან ერთად წარმოადგენს საბურთალოს ცენტრალურ მაგისტრალს. მისი განაშენიანება დაიწყო 1956 წელს. გარდა საცხოვრებელი სახლებისა, გამზირზე განლაგებულია სასწავლო, სამეცნიერო, ადმინისტრაციული, კულტურულ-საგანმანათლებლო და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები. ქუჩაზეა ფერდინანდ თავაძის სახელობის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი, ჰემატოლოგიისა დატრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრი. 2006 წელს ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე წითელ ბაღს მიენიჭა ვასო გოძიაშვილის სახელი.